მსოფლიოში ყველაზე პატარა მუზეუმი თბილისშია (ფოტოკოლაჟი)

მსოფლიოში ყველაზე პატარა მუზეუმი თბილისშია (ფოტოკოლაჟი)

11213
გაზიარება

მსოფლიოში ყველაზე პატარა მუზეუმი, რომლის ფართობი 6 კვადრატული მეტრია, თბილისში მდებარეობს. ეს მსოფლიოში ცნობილი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის თბილისის ფილიალია, რომელიც 1982 წელს გაიხსნა. ეს არის ადგილი, სადაც XIX-XX საუკუნეებში მოღვაწე, თვითნასწავლი მხატვარი ღამეებს ათევდა.12443255_969805493068451_916333842_n

ნიკო ფიროსმანი თბილისში, ფირომანის ქუჩაზე #29-ში მდებარე, საცხოვრებელი სახლის კიბის ქვეშ მოწყობილ პატარა ოთახში ცხოვრობდა. მუზეუმი აქ ანზორ მაზღარაშვილმა დააარსა და წლების განმავლობაშიც ხელმძღვანელობდა. ამჟამად, კი ამ საქმეს კახა ჯანიაშვილი უძღვება. მუზეუმში 27 წელია მუშაობს საგანმანათლებლო პროგრამების სპეციალისტი ლალი ლომთათიძე.
როგორც „სითი კვირას“ ლომთათიძემ განუცხადა, ნამუშევრების ორიგინალები მუზეუმში არ არის, რადგან შენობას არც დაცვა ჰყავს და არც უსაფრთხოების სისტემითაა აღჭურვილი. ამიტომ მხატვრის ნამუშევრების მდიდარი კოლექცია დედოფლისწყაროს რაიონში, სოფელ მირზაანში არსებულ ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზემშია დაცული.
მისივე თქმით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მუზეუმის გარემონტებას დაჰპირდა.12895278_969805509735116_422928775_n
„არქიტექტოირიც იყო ადგილზე მოსული და დაგვპირდნენ, რომ ევროპული სტანდარების შესაბამისად მოაწყობენ. ფიროსმანის მუზეუმი ტურისტებისთვის საინტერესო ადგილია,“- განაცხადა ლალი ლომთათიძემ.

ცნობილი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანაშვილის (1862-1918) მემორიალურ კომპლექსს მირზაანში მდებარე მუზეუმი  წარმოადგენს, რომელშიც შედის მხატვრის საცხოვრებელი სახლი, დამხმარე ნაგებობებით და 1979 წელს აგებული საგამოფენო დარბაზი.
როგორც ლომთათიძემ განმარტა, საგამოფენო დარბაზში ექსპონირებულია ნიკო ფიროსმანაშვილის 14 ორიგინალი, მათ შორის: ”სონა უკრავს გარმონს”, ”წარაფი”, ”კალოობა”, ”მოწყალების და სააღდგომო კვერცხებით”, ”მუშა”, ”შოთა რუსთაველი”, ”თამარ მეფე”.

კომენტარი