მხატვარი თემო გოცაძე „ხელოვნების ქურუმის“ წოდებით დააჯილდოვეს

მხატვარი თემო გოცაძე „ხელოვნების ქურუმის“ წოდებით დააჯილდოვეს

1033
გაზიარება

ცნობილი ქართველი ხელოვანი თემო გოცაძე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, „ხელოვნების ქურუმის“ წოდებით დააჯილდოვა. მისი საიუბილეო გამოფენა „ლურჯა ცხენებიდან აბსტრაქციებამდე“ ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნა, სადაც მხატვრის კატალოგის პრეზენტაციაც გაიმართა.

ექსპოზიციაზე მხატვრის მიერ შესრულებული 140 ნამუშევარია გამოფენილი, მათ შორის მონუმენტური აბსტრაქციები და 2015 წელს შექმნილი ვეფხისტყაოსნის გრაფიკული სერია.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. მან თემო გოცაძეს  „ხელოვნების ქურუმის“ წოდების მიღება მიულოცა და შემოქმედებითი ენერგია  უსურვა.

„კიდევ დიდხანს გქონოდეთ შემოქმედებითი ენერგია. გილოცავთ „ხელოვნების ქურუმის“ წოდებას და გისურვებთ შემოქმედებით სიმდიდრეს, რაც დღეს კიდევ ერთხელ აჩვენეთ თქვენი ახალი ნამუშევრებით,“ – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარი