საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი გაიმართება

საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი გაიმართება

542
გაზიარება

6 აპრილს, კახეთში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი – საქართველოს ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალს გამართავს. როგორც ,,სითი კვირას“ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრიდან აცნობეს, ფესტივალზე მისულ ადამიანებს საშუალება ეძლევათ გახდნენ ხალხური მუსიკის, ქართული ტრადიციული გალობის, ქორეოგრაფიის, ზეპირსიტყვიერების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ზეიმის მონაწილეები.

ფესტივალი II ტურად ჩატარდება. კონცერტების განრიგი კი ასეთია: 6 აპრილი – თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია (კახეთი, ქვემო ქართლი) 12 აპრილი – ქ. გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატულითეატრი (შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი) 20-21 მაისი – ქ. ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრი. (იმერეთი, რაჭა-ლეჭხუმ-ქვემო სვანეთი, აჭარა – ბათუმი, ქობულეთი ხელვაჩაური) 24 მაისი – კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი (თბილისის ანსამბლები) 30-31 მაისი – ქ. ფოთის ვ. გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი (სამეგრელო-ზემოსვანეთი, გურია, აჭარა – ხულო, შუახევი, ქედა) 6 ივნისი – ზეპირსიტყვიერების ფინალი – შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ფესტივალის ფინალი 27-28 ივნისს შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება .

კომენტარი