ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი ახალ კამპანიას იწყებს

ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი ახალ კამპანიას იწყებს

651
გაზიარება

 

31 მარტს, 19:00 საათზე დავით გომართელი და ანსამბლი “შვიდკაცა” საქველმოქმედო კონცერტს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის მეგობრებისთვის გამართავენ . კონცერტი სახელწოდებით -“ქალაქური სიმღერის საღამო” მუზეუმში ჩატარდება. როგორც ,,სითი კვირას“ მუზეუმში განუცხადეს , საქველმოქმედო საღამოზე მუზეუმის მეგობრების ასოციაციის წარდგენა მოხდება. ასოციაციის მთავარი მიზანი, მუზეუმისა და კულტურის პოპულარიზაციის ხელის შეწყობა, საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება, მუზეუმის კვლევითი სამუშაოების ჩატარებაში დახმარება, კონსერვაციისა და რესტავარაციის, ახალი ექსპონატებისა და კოლექციების შეძენა, თანამედროვე ინფრასტუქტურის შექმნა და გამოფენების მოწყობაა. მუზეუმის მეგობრების ასოციაცია მსოფლიოში მიღებული ფორმაა, მისი მიზანია საზოგადოების მეტი ჩართულობა კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროში. მუზეუმის მეგობრები შეუძლიათ გახდნენ სკოლები, უნივერსიტეტები, ოჯახები, ბიზნესის წარმომადგენლები, კერძო კომპანიები, სტუდენტები, მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები.

კომენტარი