2 აპრილიდან თბილისის ოპერის თეატრში ორენოვანი და თემატური ხასიათის ტურები გაიმართება

2 აპრილიდან თბილისის ოპერის თეატრში ორენოვანი და თემატური ხასიათის ტურები გაიმართება

818
გაზიარება

ყოველ შაბათს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ორენოვანი და თემატური ხასიათის ტურები გაიმართება. ყოველ ხუთშაბათს კი თეატრი სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი და საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი პრესკონფერენციას გამართავენ, რომელსაც ასევე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და ოპერის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრებიან. როგორც ,,სითი კვირას“ კულტურის სამინისტროდან აცნობეს, მომდევნო კვირიდან თეატრის გიდი დაინტერესებულ პირთა ჯგუფს დაათვალიერებინებს ოპერის უნიკალურ შენობას. ექსკურსიასთან ერთად კი გააცნობს თეატრის შიდა სამზარეულოს. სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ კულისები, საგრიმიოროები, საორკესტრო ორმო, დაესწრონ მიმდინარე რეპეტიციებს. პირველი ტური ოპერის თეატრში 2 აპრილს მოეწყობა, როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე. თეატრის სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ ასევე ოჯახები და პენსიონერები. 6 წლამდე ბავშვებისთვის ტური უფასოა. კლასიკურის გარდა, თეატრში თემატური ტურებიც მოეწყობა. კერძოდ, ბალეტომანებს “პუანტების”, ოპერის მოყვარულებს “პრიმადონას”, ორკესტრითა და დირიჟორით დაინტერესებულებს კი “უვერტიურისა” და “მაესტროს” ტურის არჩევა შეეძლებათ.

კომენტარი