კულტურის სამინისტრო აცხადებს კონკურსს ეროვნული კინოცენტრის დირექტორის თანამდებობაზე

კულტურის სამინისტრო აცხადებს კონკურსს ეროვნული კინოცენტრის დირექტორის თანამდებობაზე

480
გაზიარება

ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრის დირექტორი კონკურსის წესით შეირჩევა. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, კულტურის სამინისტროში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ბრიფინგი გამართა და კონკურსის პირობებსა და ვადებზე ისაუბრა. მისი თქმით „საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის“ დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი ღია და საჯაროა; მასში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს (საქართველოს მოქალაქეს), რომელიც აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო პირობებს.
კონკურსში მონაწილე კანდიდატთა განაცხადები მიიღება 2016 წლის 29 მარტიდან; განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადა 2016 წლის 5 აპრილია.

კომენტარი