ლეილა ძიგრაშვილის საიუბილეო -შემოქმედებით საღამოს, მისი პირველი თეატრი უმასპინძლებს

ლეილა ძიგრაშვილის საიუბილეო -შემოქმედებით საღამოს, მისი პირველი თეატრი უმასპინძლებს

845
გაზიარება

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში, 30 მარტს,  საქართველოს სახალხო არტისტის ლეილა ძიგრაშვილის საიუბილეო – შემოქმედებით საღამო გაიმართება, სახელწოდებით „სტუმრად ჩემს პირველ თეატრში“.

როგორც ,,სითი კვირას“ თეატრში განუცხადეს, მსახიობის 90 წლისადმი მიძღვნილ საღამოზე წარმოდგენილი იქნება მოზარდ მაყურებელთა თეატრში 1948-65 წლებში მოღვაწეობის ამსახველი ფოტო მასალა სპექტაკლებიდან : „ პრინცესა ტურანდოტი“, „გალილეო გალიელი“,“ ოჯახი“ და სხვა.

ასევე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწოფო აკადემიურ თეატრში მოღვაწეობის ამსახველი ვიდეო მასალა, სპექტაკლებიდან: დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი (ელენე) რეჟისორები თ.ჩხეიძე, რ.სტურუა ; ლესინგის „ნათან ბრძენი“( რეჰას გადია) რეჟ . ვექსმუტი ; ბერტოლდ ბრეხტის „ კავკასიური ცარცის წრე“ (იოსების დედა) რეჟ. რ.სტურუა; გარსია ლორკა, „ბერნარდა ალბას სახლი“ (მოახლე) რეჟ.თ.ჩხეიძე; გვადი ბიგვა. ასევე ნაწყვეტები კინოფილმებიდან: „ ვირთხა“, „ გამოცხადება“, „ ნატვრის ხე“, „ჩირიკი და ჩიკოტელა“( შოშმანა), სიყვარული, ივერია და..1975“, „ მოიტაცეს თამარ ქალი“ ( თამრიკოს დედა), ტელე-სერიალი „ სახლი ძველ უბანში“ , რომელშიც გურამ საღარაძის მეუღლის , თამილას პერსონაჟი განასახიერა.

ლეილა ძიგრაშვილი კინოგახმოვანებებზე 1949 წლიდან მუშაობდა. ფართო საზოგადოებამ არ იცის, რომ მას გახმოვანებული აქვს: ელდარ შენგელაიას „შერეკილები“ მარგალიტა – არიადნა შენგელაია, „წარსული ზაფხული“ მედეა ჯაფარიძის პერსონაჟი, სოფიკო ჭიაურელის პერსონაჟი „ჩვენი ეზო“- რეჟისორი რეზო ჩხეიძე, „პირველი მერცხალი“ გულჩინა დადიანის პერსონაჟი, „დათა თუთაშხიაში“ ფლორა შედანიას პერსონაჟი, მუშნის დედა, „დიმიტრი თავდადებულში“ ლიანა ასათიანი; „დიდი მწვანე ველი“, ლია კაპანაძის პერსონაჟი- რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი; „გარიგება“, ნანული სარაჯიშვილის პერსონაჟი- რეჟისორი ზაზა კოლელიშვილი; ფატიმა, „ფატიმა“ და მრავალი სხვა.

ლეილა ძიგრაშვილი ასევე ახმოვანებდა რუსულ და ინდურ ფილმებს. მონაწილეობა მიიღო რადიო „იმედის“ პროექტში „ვეფხისტყაოსანი ყველასათვის“.

კომენტარი