ტერორიზმის თემა მხატვარ მაია კაკაბაძის გამოფენაში 

ტერორიზმის თემა მხატვარ მაია კაკაბაძის გამოფენაში 

606
გაზიარება

მხატვარ მაია კაკაბაძის ნამუშევრების გამოფენა – გაყიდვა 31 მარტს, 18 საათზე გალერეა ვაჩე -ში გაიმართება, სადაც მრავალფეროვანი თემატიკით იქნება წარმოდგენილი  ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, მათ შორის ტერორისზმის თემას 5 ნახატი ეძღვნება.

როგორც ,,სითი კვირას“ გალერეაში განუცხადეს, მხატვრის ნამუშევრებში თვალსაჩინოდ არის გაშლილი თანამედროვე სამყაროს აქტუალური საშინელების -ტერორიზმის თემა. შემოქმედი  შეეცადა ამ ნახატებში აბსტრაქტულად გადმოეცა დღევანდელობის ტრაგედია.

12899889_1124564924244156_1654093764_n

მაია კაკაბაძეს სამხატვრო აკადემიის მულტიპლიკაციის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული.  იგი აბავშვთა ხელოვნების ჯგუფ „არტ-თაობის“ დამაარსებელი და ხელმძღვანელია.“ არტ თაობა“ სისტემატიურად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა გამოფენებსა თუ კონკურსებში, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ჯგუფი დაჯილდოებულია სხვადასხვა ქვეყნის პრიზებით. მასში შედის ცნობილი ქართველი მხატვრების, თემო გოცაძის, ქეთი მატაბელისა და სხვათა რჩეულები. მხატვარი სისტემატურად მართავს, როგორც ჯგუფურ, ასევე პერსონალურ გამოფენებს.

12899655_1124564844244164_1135280838_n
12571289_1124564850910830_845831413_n

კომენტარი