ელგუჯა ბურდულის საიუბილეო საღამო გაიმართება

ელგუჯა ბურდულის საიუბილეო საღამო გაიმართება

717
გაზიარება

31 მარტს, 19:00 საათზე, შოთა რუსთაველის თეატრში ელგუჯა ბურდულის 75 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება, რომელიც თბილისის მერიის კულუტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით იმართება.
როგორც ,,სითი კვირას“ თბილისის მერიის კულუტურული ღონისძიებების ცენტრში განუცხადეს, მსახიობს მუსიკალურ ნაწარმოებს მიუძღვნიან მისი შვილები ბაკური და ლადო, სიტყვით გამოვლენ მისი მეგობრები და კოლეგები, რომლებიც გაიხსენებენ მის განვლილ გზას. საღამოზე ნაჩვენები იქნება ნაწყვეტები ელგუჯა ბურდულის ფილმებიდან და წარმოდგენილი იქნება იმპროვიზაციული შემოქმედებითი ნომრები.
ელგუჯა ბურდულს ნათამაშები აქვს 70-მდე ფილმში, როგორც მთავარი ასევე ეპიზოდური როლი. იგი მიეკუთვნება იმ რევოლუციურ ვარსკვლავებს, რომლებმაც ქართველი მამაკაცის ახალი სტერეოტიპი შექმნეს. ამაზე მეტყველებს მის მიერ შესრულებული როლების წარმატებები და პრიზები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

კომენტარი