ეს ნამდვილი ურბანული ჯუნგლებია – დავით ზურაბიშვილი სპორტის სასახლესთან მიმდინარე მშენებლობაზე 

ეს ნამდვილი ურბანული ჯუნგლებია – დავით ზურაბიშვილი სპორტის სასახლესთან მიმდინარე მშენებლობაზე 

2296
გაზიარება

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი  დეპუტატი  დავით ზურაბიშვილი,  სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მაღლივი კორპუსის მშენებლობას „ურბანულ ჯუნგლებს“ უწოდებს და  ქალაქის განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობის დასრულებამდე, ამ ტერიტორიაზე  მაღლივი კორპუსების მშენებლობის შეჩერებას მოითხოვს.

IMG_5356

ამ თვალსაზრისით დეპუტატი,  სამართლიანად მიიჩნევს, ყოფილი მათემატიკის გამოთვლითი ცენტრის შენობის ნაცვლად, 20 სართულიანი კორპუსის მშენებლობასთან დაკავშირებით  ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტს.

როგორც  დავით ზურაბიშვილმა საკრებულოში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა,  სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია თბილისში ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ადგილია და ამ ტერიტორიაზე,  კიდევ ერთი მაღლივი კორპუსის აშენება მოსახლეობისთვის მძიმე დარტყმა იქნება.
„ეს არის ნამდვილი ურბანული ჯუნგლები. კორპუსებს შორის მანძილი ორ მეტრს არ აღემატება, ამასთან, ირგვლივ აღარ არსებობს მწვანე ნარგავები,“  -განაცხადა დავით ზურაბიშვილმა და  თბილისის მერიას, საკითხის დამატებით შესწავლა მოსთხოვა.

დეპუტატი იმედოვნებს, რომ თბილისის მერია შეძლებს, როგორც ინვესტორის, ისე  ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაცვას და შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს მონახავს.

კომენტარი