თბილისის, რიგით VI საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 2-12 აპრილს გაიმართება

თბილისის, რიგით VI საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 2-12 აპრილს გაიმართება

531
გაზიარება

 

2-12 აპრილს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, თბილისის, რიგით VI საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. როგორც ,,სითი კვირას“ კულტურის სამინისტროდან აცნობეს , აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაცთბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის თავმჯდომარე ზურა წერეთელი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურის პოპულარიზაციის სამმართველოს უფროსი გიორგი აფციაური, ფესტივალის დირექტორი მაია ჩაჩავა, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი არჩილ უშვერიძე და კონსერვატორიის პროფესორი გივი მუნჯიშვილი დაესწრებიან. ღონისძიებაში მონაწილეობენ – გორის ქალთა კამერული გუნდი, თბილისის ყოვლადწმიდა სამების კათედრალის საპატრიარქო გუნდი, აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა, ბათუმის ქალთა კამერული გუნდი, ბათუმის სახელმწიფო კაპელა, რუსთავის კამერული გუნდი, თელავის ქალთა გუნდი “კახეთის ჰანგები”, თბილისის გოგონათა გუნდი, ნიკო სულხანიშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელა, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ბაკალავრიატის გუნდი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მაგისტრატურის გუნდი, მსახიობ ქალთა სამოყვარულო გუნდი “ბენეფისი”, გოგონათა გუნდი “ანგელიკა” (უნგრეთი), კამერული გუნდი “აიდია” (ლიტვა), გუნდი “სამარტინი” (ბელგია), გორის სამუსიკო კოლეჯის მოსწავლეთა გუნდი ვაჟთა გუნდი “მძლევარი”, ახალგაზრდული შერეული გუნდი “თუთარჩელა”.

კომენტარი