,,თბილისი შენი ქალაქია და აჩუქე რაღაც“ – ლევან ბუჯიაშვილი

,,თბილისი შენი ქალაქია და აჩუქე რაღაც“ – ლევან ბუჯიაშვილი

1070
გაზიარება

ახალგაზრდა ხელოვანი ლევან ბუჯიაშვილი, სხვადასხვა სპექტაკლებისა და ზღაპრის გმირებს, მისტიურ პერსონაჟებს აქანდაკებს და დამთვალიერებელს, რაღაც მაგიური  ძალით, ბავშობაში აბრუნებს, ილუზიის სამყაროში იტყუებს. თბილისში გაფანტული მისი პერსონაჟები,  განსაკუთრებულ ხიბლს სძენენ დედაქალაქს. მათთან ფოტოებს იღებენ, ახლოდან ათვალიერებენ… ამიერიდან კი, მის მიერ შექმნილი ქანდაკებები „თავისუფალ თეატრში“ მისულ მაყურებელს,   შენობასთანაც  დახვდებიან. 

„სითი კვირა“ ახალგაზრდა მოქანდაკე, ლევან ბუჯიაშვილს ესაუბრა:

– კიდევ რომელი ქანდაკებებია თქვენი შექმნილი?

12939326_10206367594852002_395297298_n– „თავისუფალი თეატრის“ წინ, სპექტაკლების სხვადასხვა პერსონაჟები დავდგი. ესენია შეყვარებული საფრთხობელები სპეკტაკლიდან  ,,მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ“, ნიკო გომელაური და სლავა ნათენაძე სპეკტაკლიდან – „კომედიანტები“. ამ იდეის ინიციატორი რეჟისორი ავთო ვარსიმაშვილია. მან ჩემი ნამუშევრები ნახა, მოეწონა და შემომთავაზა ერთობლივად გაგვეკეთებინა.
12920963_10206367594972005_1965670947_nჩემი ნამუშევრებია, ასევე, რუსთაველზე 50 ბრინჯაოს ფიგურა, ოპერის გვერდით – „ბალერინები“, მშრალ ხიდზე – „მხატვარი“, შარდენის ქუჩაზე, კონკას ადგილას, რუსთავში – „21 ქუჩის მუსიკოსი“, ზესტაფონში – „9 აპრილის“ მემორიალი. კიდევ ერთი ქანდაკება გორშია. როდესაც გორი დაგვიბომბეს, სადაც პირველი ჭურვი დაეცა, იმ ადგილას, მე და ჩემმა კოლეგებმა – ირაკლი წულაძემ და ვახო მამულაშვილმა ბომბის ნარჩენებით კომპოზიცია ავაწყეთ. ჩემი ნამუშევარი ვილნიუსშიც არის, ძველი უბანი უჟუპისი. ის ადგილი მხატვრების უბანია და იქ ჩემი ფიგურები დგას.

– რამდენად რთულია იდეის რეალობად გადაქცევა?

12421784_10206367594892003_1668298745_n– ჩემთვის არ არის რთული, რადგან მთელი დღის განმავლობაში  ამ იდეის გარშემო ვმუშაობ. ზოგჯერ მაქვს იდეა და ვფიქრობ  მის ტექნიკურ მხარეზე, ეს რთული პროცესია,  მაგრამ განხორციელებადი. ძირითადად კი, არც იდეის მოსვლის და არც მისი რეალობად ქცევის  პრობლემა არ მაქვს.

 – როგორ ჩამოგიყალიბდათ ქანდაკების შექმნის ტექნიკა?

– მე აკადემია არ დამიმთავრებია, არქიტექტურის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. მაშინ, არქიტექტურის გარდა, ბევრი საინტერესო საგანი ისწავლებოდა, რომელთაგანაც დამაინტერესა ხეზე ჭრამ. 12899975_10206367593851977_1609403300_nერთხელ, ლექტორმა დავალება მოგვცა, საჭირო მასალა შევიძინე, დავიწყე მუშაობა და შედეგით კმაყოფილი დავრჩი. ინსტიტუტში რომ მივიტანე, ყველას მოეწონა და რატომღაც, ეჭვით შემომხედეს, მართლა ჩემი ნამუშევარი იყო, თუ – არა. სწორედ ეს ნამუშევარი აღმოჩნდა ჩემი კოლექციის პირველი ნიმუში.

–  საყვარელი ნამუშევარი, რომელსაც თქვენი “ცხოვრების ქმნილებას” დაარქმევდით?

 –  არ ვიცი, ასეთი ქმნილება არ მაქვს.  მიმაჩნია, რომ მეტის კეთება შემიძლია. ჩემი საყვარელი ნამუშევარია 2006 წელს გაკეთებული დონ კიხოტი, სანჩო პანსა, ჰიტლერი და გოგონა, რომელსაც ჩემს შეყვარებულს ვუწოდებ. თუმცა, იდეაში, ის ჩემი წარმოსახვითაა შექმნილი და არა – ნატურიდან. მაქვს უფრო ბავშვობის ნამუშევრებიც, რომლებიც მიყვარს და არ გავყიდი.

 – რა არის შენი წარმატების საიდუმლო?

12900104_10206367593731974_1382489987_n– პირველ რიგში ის, რომ ღმერთმა ნიჭი მომცა და ერთგვარი პასუხიმგებლობაც მაქვს. მინდა,  მაქსიმალურად დავიხარჯო და მაქსიმუმი შევქნა. ძალიან ბევრს ვმუშაობ, ყოველდღე რაღაცას ვაკეთებ. ჩემზე ვერ იტყვიან,  ნიჭიერი და ზარმაციაო.  ვმუშაობ აქტიურად. ცხოვრებაში ყველაფერი ბუმერანგივით გიბრუნდება და ამას ახლა ვგრძნობ – ამ ასაკში ძველი ენერგია არ დამკარგვია. მთავარია ნიჭი და შრომისუნარიანობა, შრომისმოყვარეობა და საჭირო დროს საჭირო ადგილზე მოხვედრა… უნდა შეგეძლოს შენი ნიჭის რეალიზება. მარტო ის არ კმარა, საქმე აკეთო და ჩრდილში დარჩე.

– რა დროს ანდომებ ერთი ქანდაკების შექმნას?

12900251_10206367594731999_249873161_n– გააჩნია რა მასალას ვიყენებ. მაგალითად, თუ ქვისგან ვთლი ქანდაკებას, ეს ძალიან შრომატევადი სამუშაოა და დიდხანს ვუნდები. დიდი სიფრთხილე უნდა, რომ არ გაგიტყდეს და თავიდან არ მოგიწიოს ყველაფრის დაწყება.  ბრინჯაოზეც ანალოგიურად, ხანგრძლივი პროცედურაა, ყალიბი უნდა აიღო, ჩამოასხა, გაწმინდო და ასე შემდეგ, ბევრი ნიუანსია. მას დაახლოებით 4-5 თვე სჭირდება. ძალიან მიყვარს  შედუღება. ასეთი რაღაცეები უფრო მიმარტივდება, ტექნიკურადაც ჩემუელია და მსიამოვნებს ამის კეთება.

– განსაკუთრებით რა თემაზე მოგწონთ მუშაობა?

– ძირითადად ქალის ფიგურების გაკეთება მიყვარს, ის ან პლასტელინით ან ბრინჯაოსგან კეთდება. ქალი ყველაზე ლამაზია. ჩემთვის სილამაზე მასთან ასოცირდება. შესაბამისად,  ქალის ბევრი ფიგურა12910503_10206367593771975_1922763380_nმაქვს შექმნილი. უფრო მომწონს თხელი ფორმები, მკერდი, რადგან ის ქალის სავიზიტო ბარათია. მიყვარს ცხოველების ფიგურების კეთებაც, ფრინველები, ქვეწარმავლები, თევზები, ჭიანჭველები, მწერები… საინტერესოა, მაგალითად ადამიანის სახე, ან ტანი, ან ძაღლი, რომელიც ქუჩაში დადის და ძალიან გამხდარია.

 – ძირითადად რა მასალას იყენებთ?

– ქვებს, სპილენძის ნაჭრებს, რკინის ნაგლეჯებს, ძვლებს, რქებს, მდინარისგან გამორიყულ ხის ნაჭრებს… კომბინაცია ძალიან მომწონს, როცა რამდენიმე მასალაა შერწყმული.

 – როგორ დაიბადა თემატური სკულპტურების შექნის იდეა და როგორ ფიქრობთ, რა შემატეთ თბილისს?

12939170_10206367595012006_217200514_n– რუსთაველზე, როდესაც ძველი ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობდა,  მაშინ ქანდაკებების ნიმუშები შევქმენი. მოეწონათ და დამიკვეთეს. შევარჩიე სხვადასხვა ტიპაჟები და ამ ფიგურებს ჩემი მეგობრების სახელები დავარქვი. ეს ფიგურები მატრო დეკორაცია არ არის, მათ ფუნქციონალური დატვირთვაც აქვთ.
საქართველო პატარა ქანდაკებებს მიჩვეული არ იყო. ეს სიახლე იყო. ძალიან ბევრს მოწონს, ბავშვები მიჰყავთ, ფოტოებს იღებენ – ვთვლი, რომ უფრო კონტაქტურია… ბევრს სურვილიც უჩნდება, საკუთარ ეზოებშიც ჰქონდეთ ასეთი.
მიმაჩნია, რომ როდესაც დიდ ქანდაკებას უყურებს ადამიანი, თუ შემოქმედებითი ხედვა არ აქვს, ვერ აღიქვამს. ამ შემთხვევაში კი, უშუალო კონტაქტს ამყარებს და სურვილი უჩნდება, თვითონაც ჰქონდეს. ვფიქრობ, ჩემმა ქანდაკებებმა უფრო გაახალისა თბილისი. ისინი დედაქალაქის თემატიკაზე გადაღებულ სარეკლამო რგოლებშიც ყველგან ჩანს. ვთვლი, რომ ამ პროექტმა გაამართლა.

12910515_10206367594932004_1537694178_n– ძირითადად ვინ არიან დამკვეთები?

– დამკვეთი სხვადასხვაა. მაგალითად, პატარა ქანდაკებები ძველი თბილისის გამგეობამ დამიკვეთა. მაქვს სამთავრობო შეკვეთებიც, კერძო კოლექციონერებისაც და ფედერაციების.

– შენი თვალით დანახული თბილისი… რას შეცვლიდი დედაქალაქში?

– არ მომწონს, რომ ყველგან კორპუსები და აივნებია მიდგმულ-მოდგმული. ძალიან ბევრი შენობაა, რომელიც არ მხიბლავს. ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული ძირითადად ცენტრალურ უბნებშია: ვერა, ვაკე, საბურთლო… არადა, მისახედია თბილისის სხვა უბნებიც, მაგალითად, ლილოს მხარე, დიდი დიღომი, გლდანი…
12935242_10206367594812001_2082533958_nმომხრე ვარ იმის, რომ გარეუბნებიც ისეთივე მოპირკეთებული იყოს, როგორც თბილისის ცენტრალური უბნებია. არავინ უნდა იყოს პრივილეგირებული იმის მიხედვით, თუ რომელ უბანში ცხოვრობს.
რაც შეეხება ქანდაკებებს, ისინი განსაკუთრებულად ბავშვებს მოწონთ. სხვათა შორის, როდესაც  “თავისუფალი თეატრის” წინ დავდგი ქანდაკება, ყველაზე მეტი აღფრთოვანებით ამას პატარები შეხვდნენ – მოდიოდნენ უხაროდათ, სურათებს იღებდნენ.
თბილისში ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. აქ ევროპასთან შედარებით, მუშახელიც იაფია და მასალაც.
ჩემი ქალაქისთვის მე საჩუქარი არაერთხელ გამიკეთებია და ყველას ვეუბნები – “თბილისი შენი ქალაქია და აჩუქე რაღაც”. ხელოვანებს შეუძლიათ მაგალითად, პერფომანსებისთვის, ფესტივალებისთვის რაღაცეები მოხატონ…გააფერადონ ქალაქი.
თუმცა,  მნიშვნელოვანია, რომ ამ გაკეთებულს მოფრთხილება სჭირდება. გული მწყდება, ყველაფერი თითქოს ერთი დღისთვის კეთდება, გახსნისთვის. მერე კი არავის არაფერი აინტერესებს – ესეც ერთგვარი დანაშაულია, იმიტომ რომ, ფული იხარჯება, შრომა, მთელი რესურსი მიდის. ამას მოვლა სჭირდება და ყურადღება. კარგია, როცა რაღასაც მატებ ქალაქს, მაგრამ, მერე უნდა ყურადღება მიექცეს, რომ ვიღაცამ არ მოიპაროს, ან დააზიანოს. ეს ყველაფერი ელემენტარულად ჩვენს კულტურაზეც მეტყველებს, აქედან, ჩანს, თუ როგორი ერი ვართ.  ხელოვანების შრომა ძალიან ძვირი და შრომატევადია და ჩვენი ქმნილებების ხელმეორედ დაკვეთა, სახელმწიფოსთვისაც დიდი ხარჯია.

თათია პაიჭაძე

კომენტარი