საქართველოს ბიბლიოთეკების კვირეული გაიმართება

საქართველოს ბიბლიოთეკების კვირეული გაიმართება

606
გაზიარება

 

16-22 აპრილის ჩათვლით ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ღონისძიებათა სერია – ბიბლიოთეკების კვირეული საქართველოს ყველა რეგიონულ თუ სასოფლო ბიბლიოთეკაში გაიმართება.
კვირეულის დევიზია: „საინფორმაციო ტექნოლოგიები – ჩემი ბიბლიოთეკის მოდერნიზაცია!“ როგორც ,,სითი კვირას“ ეროვნული ბიბლიოთეკიდან აცნობეს, კვირეულის ფარგლებში საქართველოს ბიბლიოთეკები სხვადასხვა ტიპის საჯარო ღონისძიებებს უმასპინძლებენ: გამოფენებს, ლიტერატურულ საღამოებს, წიგნების პრეზენტაციებს, შეხვედრების სერიებს მწერლებთან, პოლიტიკოსებთან და სხვა საინტერესო პიროვნებებთან.
აგრეთვე ჩატარდება კონკურსები, სემინარები, დისკუსიები, საქველმოქმედო აქციები და სხვა. კვირეულის პერიოდში ბიბლიოთეკარები ერთმანეთს თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ, ერთობლივად ეძებენ და ჭრიან საერთო პრობლემებს, აგრეთვე, ჯამდება გასული წლის განმავლობაში განხორციელებული ახალი პროექტები. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება: ✔ წიგნი “პოეტი ბიბლიოთეკარი”, რომელიც ჩვენი ბიბლიოთეკარების თხოვნით შეიქმნა; ✔დარბაზში გაიხსნება შემოქმედი ბიბლიოთეკარების გამოფენა.
აგრეთვე დაჯილდოვდებიან საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლები. ✔ხოლო კვირეულის დახურვა შედგება 22 აპრილს, ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, სადაც გაიმართება პრეზენტაციების კონკურსი თემაზე „საინფორმაციო ტექნოლოგიები – ჩემი ბიბლიოთეკის მოდერნიზაცია“.

კომენტარი