ეროვნული კინოცენტრის მოწვევით თბილისში ოსკაროსანი პროდიუსერი ჩამოდის

ეროვნული კინოცენტრის მოწვევით თბილისში ოსკაროსანი პროდიუსერი ჩამოდის

472
გაზიარება

ეროვნული კინოცენტრის მოწვევით თბილისში ანიმაციური ფილმების ოსკაროსანი პროდიუსერი სილია ვან დაიკი ჩამოდის. იგი ქართველი კინემატოგრაფისტებისთვის – რეჟისორებისთვის, პროდიუსერებისთვის, სცენარისტებისთვის, მასტერ-კლასს ჩაატარებს.
სილია ვან დაიკს ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო ოსკარი 1985 წელს გადაეცა ანიმაციური ფილმისთვის „ანა და ბელა”. იგი სხვადასხვა წარმატებული ნამუშევრისთვის ასევე ფლობს ისეთ ჯილდოებს როგორებიცაა: საფრანგეთის კინოაკადემიის სახელმწიფო პრემია (“cubeMENcube”, 1975), ორი “ოქროს დათვი” (“Pas Aux Due”, 1989 და “I Move So I Am”, 1998), “ოქროს ხბო” (“A Good Turn Daily”, 1983) და კიდევ მრავალი აღიარებული საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი.
სილია ვან დააკი თბილისში ჰოლანდიური ფონდის „არტექო” ორგანიზებით ჩამოდის. „ოსკარი გადაეცემა… – სილია ვან დაიკის ვორკშოფები” ფონდის მიერ საქართველოში განხორციელებული უკვე მესამე პროექტია. ღონისძიების მთავარი პარტნიორები არიან ეროვნული კინოცენტრი და ქალაქ თბილისის მერია.

კომენტარი