თბილისის მოდის კვირეულის მე-13 სეზონი დღეს იხსნება

თბილისის მოდის კვირეულის მე-13 სეზონი დღეს იხსნება

523
გაზიარება

დღეს, 19:00 საათზე, თბილისის მოდის კვირეულის მე-13 სეზონი იხსნება, რომელსაცდეველოპერული კომპანია m2-ის პირველი პრემიალური პროექტი „სკაილაინ რეზიდენსი“ წარმოადგენს. საქართველოს ყველაზე მოდური ღონისძიება 3 აპრილის ჩათვლით გაიმართება სასტუმროში ROOMS TBILISI. იგი გააერთიანებს ჩვენებების დარბაზს, პრესრუმს და სამუშაო შოუ-რუმს. სწორად ძირითად პოდიუმზე წარმოადგენენ ქართველი დიზაინერები 2016/17 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონის კოლექციებს. კვირეულის პარალელურად თბილისი მოლში ქართველი დიზაინერების შოურუმი იმართება, რომელიც 10 აპრილამდე გასტანს. თბილისის მოდის კვირეულის მე-13 სეზონი ტარდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით.
ამ სეზონზე თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალურ განრგიში ქართველი დიზაინერების 20-ზე მეტი ჩვენება, გამოფენა და პრეზენტაციაა დაგეგმილი: ჩუბიკა, გიორგი შაღაშვილი, დალოოდი, ლაკო ბუკია, მარიამ გვასალია, Mach & Mach, ნინი ჭელიძე, INKY GOLD, ატელიე 27, ტამანინი, Materiel by Lika Chitaia, თამთა შინდელიშვილი და JK LINE. თბილისის მოდის კვირეულზე პირველი ჩვენებითა და კოლექციით მაყურებლის წინაშე წარდგება სალომე ღვინიაშვილი. ასევე კვირეულის განრიგშია ANOUKI, LALO, More is Love და ამერიკაში მოღვაწე გვანცა სალაყაია. მისი პრეზენტაცია რუსთაველის თეატრის სამეჯლისო დარბაზში გაიმართება. კაფსულა კოლექციას წარმოადგენს ხელოვანი ირმა შარიქაძე. ამჯერად იგი ტანგოს პერფორმანსს გამართავს მარჯანიშვილის თეატრის ახალ სცენაზე, სარდაფში.
სასტუმრო Rooms Tbilisi-ს პარკინგზე კი ახალგაზრდა ხელოვანის მაქსიმეს ჩვენება/პერფორმანსი გაიმართება. კვირეულის გახსნის დღეს „დალოოდი“-ს კოლექციას სტუმრები თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დარბაზებში იხილავენ, ხოლო კვირეულის პირველი ჩვენება LAKO BUKIA სასტუმრო Rooms Tbilisi-ს მთავარ ლოკაციაზე მოეწყობა. ჩვენებებს შორის ეზოში პარტნიორი კომპანია „ასკანელი ძმების“ ღვინის დეგუსტაცია გაიმართება. კვირეულის გახსნის წვეულება m group-ის „ოტიუმში“ გაიმართება, ხოლო ჟურნალ „ნარგის საქართველო“-ს საღამო ძველი თბილისის გულში „ტერასა 360“-ზე.
თბილისისს ეწვევა მოდის ბლოგერი დარია შაპოვალოვა, ცნობილი Street Style ფოტოგრაფი ადამ კაც სინდინგი, LVMH სკაუტი და ჟურნალისტი იუ მასუი, პოპ დივების მადონასა და ბიონსეს სტილისტი Justo Artigas. კვირეულის განრიგში არსებული ჩვენებების ძირითად ნაწილს გადაიღებს ბრიტანული VOGUE-ის ფოტოგრაფი საიმონ არმსტრონგი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით თბილისის მოდის კვირეულს 20-მდე საერთაშორისო გამოცემის წარმომადგენელი დაესწრება: VOGUE (UK, Italia, Russia), GLAMOUR UK, Twenty6 magazine, Style du Monde, W Magazine, FW-DAILY.COM, INTERVIEW, Glass Magazine, Oyster Magazine, Allure.ru, Nargis.az, Dazed & Confused, Le21eme.com, frou frou, Dash Magazine, NAYLON Mag. მეწარმეობის განვითარების სააგენტო კვირეულის მყიდველების ჯგუფს (ე.წ. Buyers) უმასპინძლებს: H Lorenzo, Not Just a Label, Glass Pineapple, SMETS, Anatomie, AIZEL. ისინი გაეცნობიან ქართველი დიზაინერების კოლექციებს და საქართველოში წარმოებულ პროდუქციას.
2016 წელს თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალური კოსმეტიკა არის MAC, რომლის უცხოელი სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ მომუშავე ვიზაჟისტები მოდელების მაკიაჟს მსოფლიო ბრენდის MAC-ის კოსმეტიკით შექმნიან. რაც შეეხება თმის ვარცხნილობას, ჩვენებების ამ მხარეზე კვლავ იზრუნებს სილამაზის სალონი-სტუდია“KEUNE”, რომელიც ასევე კვირეულის ერთგული პარტნიორია.

კომენტარი