მოდების ჩვენება ინკლუზიური პროფესიული განათლების პოპულარიზაციისთვის

მოდების ჩვენება ინკლუზიური პროფესიული განათლების პოპულარიზაციისთვის

997
გაზიარება

ინკლუზიური პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ორგანიზაცია ,,ბაბალეს“ ინიციატივით, მოდების ჩვენება – „მე და პროფესიები“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდებმა, პროფესიული კოლეჯების სტუდენტებმა და მათმა მეგობრებმა.

მოზარდებმა ცნობილი ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი, სხვადასხვა პროფესიის სამოსი მოირგეს და აუდიტორიას წარუდგნენ.

როგორც „სითი კვირას“ განათლების სამინისტროში განუცხადეს, ღონისძიების ,,მე და პროფესიები,, მთავარი გზავნილია პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და იმის ხაზგასმა, რომ ნებისმიერი პროფესია ნებისმიერი ადამიანისთვის შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი.

მათივე ინფორმაციით, პროექტი „მე და პროფესიები“ ინოვაციურია, რადგან სრულიად განსხვავებული სფეროს, ინტერესების, შესაძლებლობების ადამიანები გააერთიანა: იდეის ხორცშესხმაში ჩართულნი იყვნენ ცნობილი დიზაინერები: სალომე ღვინიაშვილი, ავთანდილი, ლალო კარდიგანი, აკა ნანიტაშვილი, ანუკი არეშიძე, მაკა ხარძიანი და სხვ. ღონისძიების ორგანიზებაზე იმუშავა კომპანია „ფეშენ შარმმა“. ჩვენების მხატვრული მხარის უზრუნველყოფაში ჩართული იყო ჩრდილების თეატრი.

კომენტარი