მოზარდმაყურებელთა თეატრში სპექტაკლ ,,მაუგლი“-ს პრემიერა გაიმართება

მოზარდმაყურებელთა თეატრში სპექტაკლ ,,მაუგლი“-ს პრემიერა გაიმართება

599
გაზიარება

15 აპრილს 19:00 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის დიდ სცენაზე რედიარდ კიპლინგის ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლის „მაუგლი“ პრემიერას გაიმართება.
როგორც ,,სითი კვირას“ თეატრში განუცხადეს, სპექტაკლი „ მაუგლი“ მიუზიკლის ჟანრს განეკუთვნება. მასში უხვად იქნება წარმოდგენილი სიმღერები, რომლებსაც მსახიობები ცოცხლად შეასრულებენ და საცეკვაო ნომრები. სპექტაკლში 45 მსახიობი და 9 ბავშვი მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ სპექტაკლისთვის საგანგებოდ გამოცხადდა კასტინგი, რომლის მეშვეობით პატარა მაუგლისა და მგლის ლეკვების როლების შესასრულებლად რეჟისორმა 7 ბავშვი შეარჩია.
სპექტაკლში გამოყენებული იქნება ორიგინალური კოსტიუმები და ჯუნგლებისთვის დამახასიათებელი დეკორაცია.

კომენტარი