საგზაო უსაფრთხოების თემაზე კონკურსი ჟურნალისტებისთვის

საგზაო უსაფრთხოების თემაზე კონკურსი ჟურნალისტებისთვის

507
გაზიარება

ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ერთად, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლების კამპანიას E-60 მაგისტრალის თბილისი-ფოთი მონაკვეთზე და მის მიმდებარედ.
როგორც “სითი კვირას’ ფინდში განუმარტეს, პროექტის ფარგლებში გაიმართება კონკურსი ჟურნალისტებისთვის თემაზე „საგზაო უსაფრთხოება E60 ჩქაროსნულ გზატკეცილზე“. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მოქმედ ნებისმიერ მედია საშუალებაში დასაქმებულ ჟურნალისტს.
საკონკურსო მასალად მიიღება 2016 წლის პირველი აპრილიდან 15 ივნისამდე გამოქვეყნებული ანალიტიკური სტატიები, ან სიღრმისეული ტელე-რადიო სიუჟეტები. სამივე კატეგორიაში გამოვლინდება 3-3 გამარჯვებული, რომლებიც დაჯილდოვდებიან ფასიანი პრიზებითა და სერტიფიკატებით. მთავარი პრიზი – ლეპტოპი, სამივე კატეგორიაში გამარჯვებულს გადაეცემა.
კონკურსისა და საგზაო უსაფრთხოების შესახებ კონსულტაციების მიღება შესაძლებელია ელექტრონულ მისამართზე.
http://tamtasafedrive@gmail.com; safedrivegeo@gmail.com
საკონტაქტო პირია თამთა ჯაფარიძე.

კომენტარი