ამაღამ პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება – რას აცხადებენ მერიაში

ამაღამ პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება – რას აცხადებენ მერიაში

541
გაზიარება

პუშკინის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულების მიზნით, დღეს ღამის სამი საათიდან საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.
როგორც მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამ დროისათვის მიმდინარეობს გზის გაფართოების სამუშაოები, ინერტული მასალის შეტანა და საყრდენი კედლის მშენებლობა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, შეზღუდვა კვირას, 3 აპრილს მოიხსნება.
“პროექტი ითვალისწინებს პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობას, საავტომობილო და საფეხმავლო გზის გაფართოებასა და ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენას. კონცეფციის თანახმად, ესტაკადა ძველი ქალაქის სტილში ჩაჯდება და ხიდის მშენებლობით ძველი თბილისის იერსახე არ დაიკარგება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს პუშკინის ქუჩაზე, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანია “CRP” აწარმოებს და მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3,950,000 ლარი დაიხარჯება“, -აცხადებენ მერიაში.

კომენტარი