აუტიზმის მსოფლიო დღეს თბილისში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება  

აუტიზმის მსოფლიო დღეს თბილისში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება  

572
გაზიარება

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საქველოქმედო კონცერტი 4 აპრილს, 20:00 საათზე, გაიმართება. ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის მხარდაჭერითა და აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების მშობლების ორგანიზებით იმართება.
როგორც ,,სითი კვირას“ კულტურის სამინისტროდან აცნობეს, საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში ცნობილი ქართველი საოპერო მომღერლები: ზურაბ სოტკილავა, მაყვალა ქასრაშვილი, თამარ ივერი, ნინო სურგულაძე, ნინო მაჩაიძე, ქეთევან ქემოკლიძე, გიორგი გაგნიძე, შალვა მუქერია და პიანისტი – დავით ალადაშვილი.
მათივე ინფორმაციით, კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება აუტიზმის მქონე მოზარდებისთვის სასწავლო-სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობას. საქველმოქმედო კონცერტი ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და თბილისის მერიის მხარდაჭერით.
2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს ასამბლეამ, ყოველი წლის 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა.

კომენტარი