„ლურჯი აპრილი“- თენგიზ სოსელიას პირველი პერსონალური გამოფენა  

„ლურჯი აპრილი“- თენგიზ სოსელიას პირველი პერსონალური გამოფენა  

818
გაზიარება

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ქარვასლა), მხატვარ თენგიზ სოსელიას პირველი პერსონალური გამოფენა – „ლურჯი აპრილი“, 6 აპრილს, 18:00 საათზე გაიხსნება. დიდი ოსტატობის გარდა, მისი ნამუშევრები გამოირჩევა ემოციურობითა და პოეტურობით. აქვს მკაფიოდ გამოხატული ინდივიდუალური და თვითმყოფადი სტილი.
როგორც ,,სითი კვირას“ მუზეუმში განუცხადეს, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. თენგიზ სოსელია – ფერმწერი, გრაფიკოსი – ქართული თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. მიეკუთვნება XX საუკუნის 60-იანელთა თაობას.
თენგიზ სოსელია 1933 წელს თბილისში დაიბადა. 1951-1957 წლებში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში მიიღო უმაღლესი აკადემიური განათლება. 1960 გახდა მხატვართა კავშირის წევრი. მრავალი წლის განმავლობაში ასწავლიდა ხატვას, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასთან არსებულ მოსამზადებელ კურსებზე, ხოლო 1981 წლიდან, გარდაცვალებამდე მუშაობდა სამხატვრო აკადემიაში დიზაინის ფაკულტეტზე ხატვის პედაგოგად.

კომენტარი