საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ჩინეთის სასახლის მუზეუმთან მემორანდუმს გააფორმებს

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ჩინეთის სასახლის მუზეუმთან მემორანდუმს გააფორმებს

786
გაზიარება

საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ჩინეთის სასახლის მუზეუმს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული აღმოსავლური კოლექციების მოვლასა და ერთობლივი გამოფენების მოწყობას, ხელი დღეს, თბილისში მოეწერება.

როგორც ,,სითი კვირას“ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში განუცხადეს,  მემორანდუმს ხელს მოაწერენ სასახლის მუზეუმის დირექტორი შან ჯიხიანდი და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე. ღონისძიებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ძი იენჩი და ელჩის პირველი მდივანი სუნ ძენ ბინი დაესწრებიან.

“ჩინეთის სასახლის მუზეუმი ქალაქ პეკინში მდებარეობს და 980 შენობისგან შემდგარი უზარმაზარი კომპლექსია.  1987 წლიდან, ის მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული, როგორც ,,მინისა და ქინის დინასტიების იმპერიული სასახლე”. მისი კოლექცია კი იუნესკოს მიერ მსოფლიოში უძველეს ხის ნაკეთობათა უდიდეს კოლექციად არის შეფასებული.

ჩინეთის სასახლის მუზეუმს, რომელიც ,,აკრძალული ქალაქის” სახელითაა ცნობილი, წელიწადში 15 მილიონი დამთვალიერებელი ყავს და მსოფლიოში ყველაზე ხშირად მონახულებადი მუზეუმია.  მასში დაცული კოლექცია მოიცავს კერამიკულ, ფერწერულ ნამუშევრებს, საათებს, ბრინჯაოსა და ნეფრიტის ნაკეთობებს, ხელნაწერებს, უძველეს წიგნებსა და ისტორიულ დოკუმენტებს,” – აცხადებენ ეროვნულ მუზეუმში.

კომენტარი