ქართველი კლასიკოსი მწერლები ერთ წინგში- პრეზენტაცია ეროვნულ ბიბილიოთეკაში გაიმართება  

ქართველი კლასიკოსი მწერლები ერთ წინგში- პრეზენტაცია ეროვნულ ბიბილიოთეკაში გაიმართება  

3062
გაზიარება

ეროვნული ბიბილიოთეკაში გამომცემლობა NOTA BENE, 30-მდე ქართველი კლასიკოსი მწერების შესახებ პირველად გამოცემული წიგნის „ქართველი მწერლების“ პრეზენტაციას 6 აპრილს, 18 საათზე გამართავს. იტალიურ ტყავში ჩასმული წიგნი, მოოქროვილი კიდეებითა და ძველი ქართული ორნამენტებითაა გაფორმებული.
როგორც „სითი კვირას“ გამომცემლობაში განუცხადეს, წიგნში თავმოყრილია ქართველი კლასიკოსი მწერლების უნიკალური საარქივო ფოტოები, ბიოგრაფიების აქამდე უცნობი დეტალები, უნიკალური ხელნაწერები და მკითხველს ეძლევა შესაძლებლობა, თითოეული მწერლის მიღმა ადამიანი დაინახოს, თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეპიზოდებითა და ცნობილი ქართველი მხატვრების მიერ გაცოცხლებული აქამდე გამოუქვეყნებელი პორტრეტებით.
ამ პროექტზე გამომცემლობა NOTA BENE -მ თითქმის ერთი წელი იმუშავა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან და ლიტერატურის მუზეუმთან ერთად, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.
ალბომში შესულია:  ჭავჭავაძეების საგვარეულო გერბი, ფოტოები მეგობრებთან; აქამდე უცნობი მიმოწერები. ასევე, „ჩოხოსნების“ უცნობი და გაუხმაურებელი საარქივო ფოტოები;  სულხან-საბა ორბელიანის ბიოგრაფია, „სიტყვის კონა“(ხელნაწერის ფოტო), მე 18 საკუკუნის მინიატურა-ვახტანგ მეექვსესთან ერთად.  აკაკი წერეთელისა და  მისი მეუღლის  ფოტოები,  აკაკი ჭიათურაში, ნათესავებთან,  რაჭველ ქალებთან და სხვა მნიშვნელოვანი მასალა.

კომენტარი