კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მავნებლებით დაავადებული ხეებია – აგრონომი

კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მავნებლებით დაავადებული ხეებია – აგრონომი

790
გაზიარება

თბილისის კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არაერთი ხე მავნებლებითაა დაავადებული. აგრარული უნივერსიტეტის სატყეო ფაკულტეტის სტუდენტებმა ასეთი მცენარეების ფოტომასალა „სითი კვირას“ მიაწოდეს.
საქართველოს აგრარული და ტექნიკური უნივერსიტეტების, სატყეო ფაკულტეტის პროფესორი თეიმურაზ კანდელაკი მიიჩნევს, რომ მავნებლებით დაავადებული და ხმობადი ხეები უნდა მოიჭრას, 44b865eb-2e33-4dbe-bb5b-604a9d16af88თორემ დაავადება სხვა მცენარეებზეც გავრცელდება, მათ ნაცვლად კი, სხვა ჯიშის ხე-მცენარეები დაირგას, მაგალითად ელდარის ფიჭვი.
როგორც „სითი კვირას“ კანდელაკმა განუცხადა, როცა ხეს მეორადი დასახლების ქერქიჭამია უჩნდება, ასეთ შემთხვევაში მავნებელთან ქიმიური საშუალებებით ბრძოლას აზრი არ აქვს, რადგან ის მაინც გახმება, ამიტომ, მას რაც მალე მოჭრიან, მით უკეთესი იქნება.
„კუს ტბაზე დღეს ძირითადად დაავადებული შავი ფიჭვია. საქართველოში ამ მცენარემ ამოწურა თავისი შესაძლებლობები და დაიწყო ხმობა. ამ ხმობის დროს გაუჩნდა ავადმყოფობა, ანუ მავნებლები,“- განაცხადა კანდელაკმა.
12939679_10206398820632627_2071611082_nმისი ინფორმაციით, 1999 წელს ჩატარდა შემოწმება, სადაც კომისიის თავმჯდომარე თავად იყო და ჯერ კიდევ მაშინ აღმოაჩინეს, რომ შავ ფიჭვს ხმობა დაწყებული ჰქონდა, თუმცა, ეს არ იყო მასობრივი შემთხვევები.
„შავი ფიჭვი ინგლისიდან საქართველოში 30-იან წლებში შემოიტანეს და დარგეს. სწრაფად გაიზარდა, თუმცა უცებ დაწყო ხმობა. ამ საკითხზე რამდენიმე ვერსია განიხილებოდა, რომ ეს იყო ნიადაგის ბრალი, ასევე საუბარი იყო არასწორად დარგვაზეც. თუმცა, არცერთი ვერსია არ აღმოჩნდა სწორი. მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ დიდი დრო იყო გასული ამ სახეობის საქართველოში შემოტანიდან, დაახლოებით 50 წელი და რესურსი ამოწურა. ამის შემდეგ გაჩნდა ამ ხეებზე მავნებლები,“- დასძინა კანდელაკმა.

12910357_10206398820672628_1528850639_n

12939141_10206398820552625_1481125753_n

12935317_10206398820712629_1091182428_n

კომენტარი