ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია გაიმართა

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია გაიმართა

1121
გაზიარება

ლისის ტბის რეკრეაციული კომპლექსის მიმდებარედ გამწვანების აქცია გაიმართა.
2-2.5 მ სიმაღლის კედარის, კიპარისისა და ცაცხვის ჯიშის ხე-მცენარეები ლისის ტბის გარშემო ქარსაცავი ზოლის მოწყობის მიზნით დაირგო.
გამწვანების აქციაში თბილისის მერი დავით ნარმანია მერიის საქალაქო სამსახურებისა და რაიონული გამგეობების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა.
12910175_1161405273884614_615904965_nდავით ნარმანიას განცხადებით, კლიმატური პირობების გათვალისწინებით ქარსაცავი ზოლის მოწყობა მნიშვნელოვანია ადგილობრივი ტერიტორიის რეკრეაციული რესურსებისა და ეკოსისტემის განვითარებისთვის, ასევე ბიომრავალფეროვნების დაცვის თვალსაზრისით.
ლისის ტბის ტერიტორიაზე დღეს 1500 ხე-მცენარე დაირგო. ჯამში, ლისის ტბის მიმდებარედ, 2500 ხის დარგვა იგეგმება.
12910102_1161405530551255_224964840_nროგორც „სითი კვირას“ მერიაში განუცხადეს, გამწვანების სამუშაოები სპეციალისტების მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით ტარდება. რგვები ქალაქის მასშტაბით სამი ძირითადი მიმართულებით, ტყე-პარკების აღდგენის, ცენტრალური ქუჩების და პარკ-სკვერების გამწვანების, ასევე, სხვადასხვა რაიონში ქარსაფარი ზოლების მოწყობის მიზნით ტარდება.
12939666_1161405423884599_146535008_nმათივე ინფორმაციით, საგაზაფხულო რგვები მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც 80 700 წიწვოვანი და ფოთლოვანი ჯიშის ხეები დაირგვება ოქროყანაში – გამხმარი და დაავადებული ხეებისგან გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე, ქალაქის შიდა ტერიტორიაზე, პარკ-სკვერებსა და ცენტრალური ქუჩების გასწვრივ. მცენარეების დარგვის შემდეგ, მათ მოვლა-პატრონობას მერიის კონტრაქტორი კომპანიები უზრუნველყოფენ.
2016 წელს თბილისის მასშტაბით დაგეგმილია სულ 180 000 ნერგის დარგვა. 100 000 ხე-მცენარე, შემოდგომაზე, სეზონური რგვების ფარგლებში დაირგვება.

კომენტარი