საქართველოსა და აშშ-ს ბირთვული უსაფრთხოების მარეგულირებელ ორგანოებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოსა და აშშ-ს ბირთვული უსაფრთხოების მარეგულირებელ ორგანოებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

762
გაზიარება

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოსა და აშშ-ს ბირთვულ მარეგულირებელ კომისიას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელმა  ვასილ გედევანიშვილმა, ვაშინგტონში ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ამერიკის შეერთებული შტატების ბირთვულ მარეგულირებელ კომისიასთან.
როგორ „სითი კვირას“ გარემოს დაცვის სამინისტროსში განუცხადეს, მემორანდუმი აშშ-სა და საქართველოს ბირთვული უსაფრთხოების მარეგულირებელ ორგანოებს შორის თანამშრომლობას ითვალისწინებს, რომლის უმთავრესი მიზანია მაიონებელი გამოსხივების წყაროების უსაფრთხო მართვის უზრუნველყოფა. კერძოდ, აშშ-ს ბირთვული მარეგულირებელი კომისია, სსიპ – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს რადიოაქტიური წყაროების ეფექტიანი მარეგულირებელი კონტროლის განახორციელებაში დაეხმარება.
თანამშრომლობა ითვალისწინებს სსიპ – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს საქმიანობის მხარდაჭერას, როგორც ფიზიკური ინფრასტრუქტურითა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებებით, ისე ექსპერტული ცოდნის გაზიარების თვალსაზრისით.
მემორანდუმის საფუძველზე, აშშ-ს ბირთვული მარეგულირებელი კომისია შეიმუშავებს რეკომენდაციებს, სააგენტოს რადიოაქტიური წყაროების ინვენტარიზაციის კონტროლის პროგრამისთვის. ასევე განხორციელდება სამეცნიერო ვიზიტები, რომლის დროსაც მხარეები ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ.

კომენტარი