„თბილისის მოდის კვირეული“-ს რიგით მე-13 სეზონი დასრულდა

„თბილისის მოდის კვირეული“-ს რიგით მე-13 სეზონი დასრულდა

437
გაზიარება

„თბილისის მოდის კვირეული“-ს რიგით მე-13 სეზონი დასრულდა, რომლის ფარგლებშიც, ამ სეზონზე ქართველი დიზაინერების 20-ზე მეტი ჩვენება გაიმართა.
კვირეულის ბოლო დღეს წარმოდგენილი იყო Diphylleia, Tamanini, Atelier 27, Association Anika, TamtaShindelishvili, NiniChelidze, Blue Flax და George Shaghashvili-ის კოლექციები. წინა ჩვენებებისგან განსხვავებით დასკვნითი ჩვენება მთლიანად სასტუმრო „რუმს თბილისში“ მიმდინარეობდა.
თბილისის მოდის კვირეულის მე-13 სეზონი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროებისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

კომენტარი