კულტურის პალატა თემურ თათარაშვილის საიუბილეო საღამოსთვის ემზადება

კულტურის პალატა თემურ თათარაშვილის საიუბილეო საღამოსთვის ემზადება

551
გაზიარება

ცნობილ ქართველ მომღერალ თემურ თათარაშვილს, 50 წელი უსრულდება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით, 7 აპრილს კულტურის პალატა საიუბილეო საღამოს გამართავს.
როგორც „სითი კვირას“ კულტურის პალატაში განუცხადეს, რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, თემურ თათარაშვილი ქართველი მსენელის წინაშე მეგობრებთან ერთად წარსდგება. მომღერალი კიდევ ერთხელ გაიხსენებს თავისი შემოქმედების განვლილ გზას და გრანდიოზულ საღამოს შესთავაზებს საზოგადოებას.
კონცერტზე დაუკრავს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი, დირიჟორი მირიან ხუხუნეიშვილის ხელმძღვანელობით, ასევე მუსიკალური ბენდი პაატა ანდრიაძის, ზაზა ცერცვაძის, ლევან დეისაძის, უჩა მეტრეველისა და ირაკლი მენთეშაშვილის შემადგენლობით.
შესრულდება ცნობილი კომპოზიტორების ძველი და ახალი სიმღერები. საზოგადოებას, ორგანიზატორები სიურპრიზებით სავსე ღონისძიებას ჰპირდებიან. საიუბილეო საღამო თბილისის მერიისა და საკრებულოს, მერიის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.
მათივე თქმით, პალატა მრავალი საინტერესო საღამოსა და ფესტივალების გამართვას, ასევე კულტურული პროექტების განხორციელებას გეგმავს. საღამო უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით იმართება.

კომენტარი