ფანჯრებიდან ნაგავს ნუ გადაყრით! -“თბილსერვისი“ (ფოტოკოლაჟი)

ფანჯრებიდან ნაგავს ნუ გადაყრით! -“თბილსერვისი“ (ფოტოკოლაჟი)

1034
გაზიარება

“თბილსერვის ჯგუფმა” ვაკის რაიონში, ატენის ქუჩის მიმდებარე ფერდობი დაასუფთავა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, საყოფაცხოვრებო ნარჩენებით იყო დაბინძურებული.
როგორც „სითი კვირას“ „თბილსერვისში“ განუცხადეს, ეს ტერიტორია მანამდეც დაასუფთავეს, თუმცა მოსახლეობა კვლავ განაგრძობს ტერიტორიის დაბინძურებას.
“თბილსერვის ჯგუფი” მოუწოდებს ატენის ქუჩის #6/8 კორპუსის მაცხოვრებლებს თავი შეიკავონ საცხოვრებელი სახლის ფანჯრებიდან ნარჩენების გადამოყრისგან, დაიცვან კანონი და ნარჩენები საგანგებოდ გამოყოფილ ნაგავშემკრებ კონტეინერებში ე.წ. ურნებში განათავსონ.

კომენტარი