„ველომოყვარულთა კლუბი“ ავტობუსებზე ველოსამაგრების დამონტაჟებას ითხოვს

„ველომოყვარულთა კლუბი“ ავტობუსებზე ველოსამაგრების დამონტაჟებას ითხოვს

1025
გაზიარება

“თბილისის ველომოყვარულთა კლუბი”, კოჯრის მიმართულებით მოძრავ ავტობუსებზე ველოსამაგრების დამონტაჟებას ითხოვს. ამასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერიაში განაცხადი უკვე შეიტანეს.
როგორც „სითი კვირას“ თბილისის “ველომოყვარულთა ორგანიზაციის” დამაარსებელმა თამაზ თიკანაძემ განუცხადა, საუბარია კოჯრის ველოპარკინგის განვითარებაზე, კერძოდ, კოჯრის მიმართულებით მოძრავ #10 ავტობუსზე ველოსამაგრების დამონტაჟებაზე, სადაც ოთხი ველოსიპედი მოთავსდება.
თამაზ თიკანაძის თქმით, ერთი ველოსამაგრი დაახლოებით 600-700 ლარი ღირს და ავტობუსის უკანა ნაწილში, გარე პერიმეტრზე მაგრდება.
„არის მეორე ვარიანტი, ამ ხაზზე ისეთი ა12980641_1164925146865960_1505905951_nვტობუსები დანიშნონ, რომელთაც აქვთ თავისუფალი სივრცე და სადაც შესაძლებელია ველოსიპედების განთავსება. თანხების დასაზოგად მერიას შეუძლია გამოიყენოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განკუთვნილი ავტობუსებიც,“- აცხადებს იგი.
მისივე თქმით, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ავტობუსით მგზავრობისას ველოსიპედისტი მგზავრობის საფასურს გადაიხდის, ეს მომგებიანი იქნება სატრანსპორტო კომპანიისთვისაც და არ იქნება ტყუილად ჩადებული ფული.
„თბილისის მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ავტობუსით მგზავრობისას ველომოყვარული გადაიხდის თავისი მგზავრობის საფასურს 50 თეთრს და ამდენივეს ველოსიპედის ტრანსპორტირებისთვის,”- აცხადებს თიკანაძე და დასძენს, რომ საჭიროა კოჯრის მიმართულებით კიდევ რამდენიმე ავტობუსის დამატება, რადგან მგზავრთა მზარდი რაოდენობის სრულყოფილ მომსახურებას, ავტობუსების არსებული რაოდენობა ვერ უზრუნველყოფს.

 12966380_1164925133532628_1116315565_n

კომენტარი