რა პროცედურების გავლა დაგჭირდებათ, თბილისში მიწის დასაკანონებლად? 

რა პროცედურების გავლა დაგჭირდებათ, თბილისში მიწის დასაკანონებლად? 

2680
გაზიარება

თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების მოთხოვნის დასადასტურებლად, იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთი აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, საქართველოს მოქალაქემ, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სახელზე, დედნის სახით სრულად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: საჯარო რეესტრიდან ცნობა – დახასიათება საინვენტარიზაციო გეგმასთან ერთად და ცნობა მესაკუთრის შესახებ მაშტაბით 1:500-ზე. ასევე, ორთოფოტო ბეჭდით და კოორდინატებით; საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონული ვერსია; ნოტარიულად დამოწმებული მეზობლების დასტური; პირადობის ასლი; ღობის – შენობის ფოტო სურათები.
როგორც „სითი კვირას“ საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში განუმარტეს, მიწის იმ ნაკვეთის დამტკიცებისას, რომელიც არ შედის კორპუსის წითელ 10934059_344112529114464_5637641953564122352_nხაზებში, მოქალაქემ დამატებით უნდა წარმოადგინოს ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის კრების ოქმი. ხოლო მემკვიდრეობით მიღებული ქონების დასაკანონებლად, დანარჩენ საბუთებს უნდა დაურთოს სამკვიდრო მოწმობა.
მათივე განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქის მხრიდან, ამა თუ იმ მიწის ნაკვეთის მოთხოვნა არ თავსდება კანონის ფარგლებში, კომისია ასეთი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარს ამბობს. მოქალაქეს შეუძლია საკრებულოს უარი, სასამართლოში ერთი თვის ვადაში გაასაჩივროს.
კითხვაზე, თუ მიწის დასაკანონებლად რა თანხებია საჭირო ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის? საკრებულოში განმარტავენ, რომ იურიდიული პირი – არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყოველ კვადრატულ მეტრზე იხდის, მოთხოვნის დროისათვის მოქმედი ფასის შესაბამის ნორმატიულ ღირებულებას, ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყოველ ჰექტარზე – საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი, მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ასმაგ ოდენობას.12948549_10207367542244477_1763960885_o
ფიზიკურ პირს რაც შეეხება, სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ყოველ ჰექტარზე იგი იხდის – საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ათმაგ ოდენობას, ხოლო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყოველ კვადრატულ მეტრზე – საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ოცმაგ ოდენობას. იმ შემთხვევაში, თუ მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ოცმაგი ოდენობა მეტია მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე მოქმედ ნორმატიულ ფასზე, მაშინ თვითნებურად დაკავებული მიწის ყოველ კვადრატულ მეტრზე, საკუთრების უფლების აღიარების საფასური შეადგენს მოთხოვნის დროისათვის შესაბამის მიწაზე მოქმედ ნორმატიულ ფასს.
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ დაინტერესებულ პირს, რომლის სარეიტინგო ქულა ნაკლებია ასი ათასზე (100 000) თვითნებურად დაკავებული მიწა საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა.
კომისიის მიერ თანხმობის შემთხვევაში, მოქალაქეს ეგზავნება საფინანსო წერილი. თანხის გადახდის შემდეგ, გაიცემა საკუთრების უფლების მოწმობა, რომელიც მიაქვს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და იკანონებს მიწის ნაკვეთს.
მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შემდეგ, მოქალაქე შენობის ლეგალიზაციისთვის მიმართავს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურს.

კომენტარი