გულიკო ჭანტურიას სოლო კონცერტი „ივენთ ჰოლში“ გაიმართება

გულიკო ჭანტურიას სოლო კონცერტი „ივენთ ჰოლში“ გაიმართება

536
გაზიარება

ჯაზის ქართველი შემსრულებლის, გულიკო ჭანტურიას სოლო კონცერტი 10 აპრილს, 20:00 საათზე, “ივენთ ჰოლში” გაიმართება. ღონისძიება თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. პროექტის იდეის ავტორია ნია ბახტაძე, კონცერტის მუსიკალური ხელმძღვანელი დავით მაზანაშვილი.
როგორც ,,სითი კვირას“ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრში აცხადებენ, ოთხ ათეულ წელზე მეტია, გულიკო უსასრულო ერთგულებით, ჯაზური თავისუფლებითა და სიყვარულით ემსახურება საქართველოს ჯაზის სცენას. მისი შემოქმედება თავისუფალია ყოველივე კლიშეებისგან ისევე, როგორც ჯაზი.
“მრავალმხრივია თავად მომღერლის საშემსრულებლო არეალი: სოული, ქანთრი, ჯაზ – როკი, ქართული ფოლკლორი და სხვა. მას ახასიათებს მსმენელთან უშუალო კონტაქტი, საუბარი. მის კონცერტებზე სცენიდან უდიდესი ენერგია მოდის,”- აცხადებენ მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრში.
საქართველოში ჯაზური მუსიკის პროპაგანდა განვითარებისთვის, გულიკო ჭანტურია ღირსების ორდენითაა დაჯილდოებული. მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საერთაშორისო, რესპუბლიკურ, თუ საკავშირო ჯაზ-ფესტივალებსა და კონკურსებში, როგორც ჯაზის ვოკალისტის, ისე, ჟიურის საპატიო წევრის რანგში.

კომენტარი