“შახტახტის დედაციხისა” და „თრელიგორების ნასახლარის“ ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევები დაიწყება

“შახტახტის დედაციხისა” და „თრელიგორების ნასახლარის“ ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევები დაიწყება

808
გაზიარება

შახტახტის დედაციხისა და „თრელიგორების ნასახლარის“ ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევები აპრილის ბოლოდან დაიწყება და სამუშაოებში  სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებიც ჩაერთვებიან.
თბილისის მერიაში გამართულ არქეოლოგიური საბჭოს სხდომაზე დღეს, არქეოლოგიური პროექტების ავტორებმა, დაგეგმილი სამუშაოების შესახებ პრეზენტაცია გამართეს. საბჭოს წევრებმა შესარჩევი კონკურსის შედეგად მიღებული პროექტები განიხილეს და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს. 1
როგორც “სითი კვირას” დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, არქეოლოგიური პროექტების შესარჩევი კონკურსი, 13 მარტს გამოცხადდა. დაინტერესებულ პირებს პროექტების წარსადგენად დრო პირველ აპრილამდე ჰქონდათ.
მათივე ინფორმაციით, დედაქალაქში, არქეოლოგიური სამუშაოები, თბილისის მერიის მხარდაჭერით, 2015 წლიდან განახლდა. კვლევების გასაახლებლად, თბილისის არქეოლოგიური საბჭო დაარსდა. საბჭო 14 წევრისგან შედგება, რომლის თავმჯდომარე დედაქალაქის მერი დავით ნარმანიაა. არქეოლოგიური საბჭოს მიზანია, თბილისის მასშტაბით არქეოლოგიური კვლევების ხელშეწყობა და ტურისტული მარშრუტების გამდიდრება.

 Untitled

კომენტარი