თბილისში კიდევ ერთი კრეატიული ზებრა გადასასვლელი გაჩნდა

თბილისში კიდევ ერთი კრეატიული ზებრა გადასასვლელი გაჩნდა

1210
გაზიარება

თბილისის ქუჩებში, უკვე მესამე კრეატიული ზებრა გადასასვლელი გაჩნდა. დიდუბის რაიონის გამგეობის პროექტის „მოხატე უსაფრთხოების“ ფარგლებში, კიდევ ერთი ზებრა გადასასვლელი წერეთლის გამზირზე მოიხატა. სატრანსპორტო მოძრაობა, რომ არ შეფერხებულიყო, წერეთლის გამზირი ღამით, ნაწილობრივ გადაკეტეს.
როგორც „სითი კვირას“ დიდუბის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, გამგეობის თანამშრომლებმა, სამხატვრო აკადემიის სტუდენტებთან ერთად,  ზებრა გადასასვლელები მანამდე ბელიაშვილისა და რობაქიძის ქუჩებზე მოხატეს. 12936581_1554121424888086_7272815330595918003_nამ აქციებით შეურთდა გამგეობა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“, რომლის მიზანია, ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
დიდუბის რაიონის გამგეობა განსაკუთრებულ მადლობას უხდის ფოტოგრაფ გოგა ჩანადირს პროექტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის.

13000325_1554121411554754_1965670154762365130_n

კომენტარი