ტრანსპორტის მუშაობის გასაუმჯობესებლად მოსახლეობას გამოკითხავენ 

ტრანსპორტის მუშაობის გასაუმჯობესებლად მოსახლეობას გამოკითხავენ 

900
გაზიარება

თბილისში, ტრანსპორტის სფეროში არსებული პრობლემების შესწავლის მიზნით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, თბილისის მერიასთან შეთანხმებით, აპრილ – ივნისში შინამეურნეობების კვლევას ჩაატარებს, რომლის შედეგად შეიქმნება მგზავრთა ნაკადებისა და გადაადგილების დერეფნების შესახებ საინფორმაციო ბაზა. MDFროგორც “სითი კვირას” თბილისის მერიაში განუცხადეს, კარდაკარ გამოკითხვის მეთოდით ჩატარებულ კვლევაში მონაწილეობით, მოქალაქეებს შეუძლიათ წვლილი შეიტანონ დედაქალაქის სატრანსპორტო პრობლემების მოგვარებაში, რათა თბილისი ცხოვრების, შრომისა და დასვენებისათვის ბევრად უფრო კომფორტულ ქალაქად იქცეს.
მათივე თქმით, კვლევის შედეგების ანალიზის შედეგად შესაძლებელი იქნება, ტრანსპორტის სფეროში დღეს არსებული პრობლემების შესწავლა და მათი მოგვარების გზების დასახვა. კვლევას ატარებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ შერჩეული ერთობლივი საწარმო „სისტრა“ (საფრანგეთი) და „გორბი“ (საქართველო).

კომენტარი