გზებს ხარისხიანად თბილისის ცენტრალურ ნაწილში აგებენ – თამაზ შილაკაძე

გზებს ხარისხიანად თბილისის ცენტრალურ ნაწილში აგებენ – თამაზ შილაკაძე

1661
გაზიარება

საგზაო ინსტიტუტის „საქგზამეცნიერების“ გენერალური დირექტორი თამაზ შილაკაძე მიიჩნევს, რომ დედაქალაქში ხარისხიანად გზის საფარი, ქალაქის მხოლოდ ცენტრალურ ნაწილში, ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგისა და რუსთაველის გამზირზე კეთდება, ე.წ. მეორად ქუჩებს კი ნაკლები ყურადღება ექცევა. bdsc8i7ub5izdzyროგორც „სითი კვირას“ თამაზ შილაკაძემ განუმარტა, ყველაზე ხშირად ის გზები ზიანდება, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციებია გაუმართავი. დაზიანებული გზის საფარს, გამოცვლის შემდეგ არ ყრიან და არც უნდა გადაიყაროს. შილაკაძის თქმით, მას გზის საფარის ქვედა ფენებში, ორმოულების შესაკეთებლად იყენებენ, მაგრამ ზედა ფენაში მისი გამოყენება არ შეიძლება.
“თბილისის გზებზე საფარი ორი ფენისგან შედგება, ზედა ფენა მკრივი უნდა იყოს. ამ მასალას ყველა ასფალტ-ბეტონის ქარხანა ამზადებს, მთავარია, ადგილზე დროულად, ცხელი მიიტანონ, რათა კარგად დაიტკეპნოს. ასფალტის ზედა ფენას ნაკლები ფორიანობა უნდა ჰქონდეს, რათა დიდხანს გაუძლოს ტრანსპორტის მოძრაობას,“-აცხადებს შილაგაძე.
მისივე ინფორმაციით, ქალაქის ქუჩებზე ასფალტის საფარს, თავისი ექსპლუატაციის ვადა აქვს, რაც ასევე დამოკიდებულია ტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობაზე. ზოგ ქუჩაზე 4be773a299b5-874x492მძიმე ტრანსპორტი მოძრაობს, ზოგს კი ნაკლები დატვირთვა აქვს, ეს ფაქტორი გზების პროექტირებისას გასათვალისწინებელია, ისევე, როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციების მდგომარეობა.
“გზის შეკეთებისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ მიწისქვეშა კომუნიკაციების განლაგება და მდგომარეობა, რომ საჭირო არ გახდეს გზის ხელმეორედ ჩაჭრა. როცა ჩაჭრიან, გრუნტი ისევ ისეთივე მასალებით უნდა შეავსონ და რამდენიმე წლის განმავლობაში მისი ხელახლა შეკეთება არ გახდეს საჭირო. გარდა ამისა, გზებზე, სადაც ტრანსპორტი მაღალი ინტენსივობით მოძრაობს, ძალაუნებურად ჩნდება ორმოები. ორმოულის შეკეთების პრაქტიკა, მთელ მსოფლიოში მიღებულია,”- დასძენს შილაკაძე.

11265232_1097619573598409_1471485405804577856_nმისივე თქმით, ხშირ შემთხვევაში გზის საფარის დაზიანება მიწისქვეშა კომუნიკაციების ბრალია, რომელიც გზის სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე უნდა მოწესრიგდეს და არა პირიქით, გზის ხელახლა გაჭრა გახდეს საჭირო.
“საქგაზმეცნიერების” გენერალური დირექტორის შეფასებით, თბილისის მიწისქვეშა კომუნიკაციებს, მრავალი წელია ნაკლები ყურადღება ექცევა.
“ცუდ მდგომარეობაშია მიწისქვეშა ნაგებობები, მიწისქვეშა კომუნიკაციები, ზოგან მოძველებული მილებია და ა.შ. მიწისქვეშა კომუნიკაციაში შედის: წყალი, კანალიზაცია, სანიაღვრე მილები, ეს არის ისეთი კომუნიკაცია, რამაც შეიძლება დააზიანოს გზის მიწისქვეშა ნაწილი,”- აცხადებს თამაზ შილაკაძე.

კომენტარი