დავით ნარმანია და გიორგი ალიბეგაშვილი აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმს ეწვივნენ  

დავით ნარმანია და გიორგი ალიბეგაშვილი აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმს ეწვივნენ  

1010
გაზიარება

დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან, ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე რიმა ბერაძესთან და კრწანისის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილთან ერთად, მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმში გამართულ ღონისძიებას დაესწრო.Untitledშემოქმედებითი საღამო აზერბაიჯანელი კომპოზიტორის უზეირ ჰაჯიბეკოვის მუსიკალური კომედიის – „არშინ მალ ალანი“-ის თბილისში პრემიერის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. ღონისძიებას პროფესორი გიორგი დოლიძე უძღვებოდა, მას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს, ქართული და აზერბაიჯანული საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიების შემდეგ, საკრებულოს წარმომადგენლებმა მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი დაათვალიერეს.​

კომენტარი