თბილისის საგუნდო მუსიკის VI საერთაშორისო ფესტივალის დასკვნითი კონცერტი გაიმართება

თბილისის საგუნდო მუსიკის VI საერთაშორისო ფესტივალის დასკვნითი კონცერტი გაიმართება

777
გაზიარება

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში, დღეს „თბილისის საგუნდო მუსიკის VI საერთაშორისო ფესტივალის“ საზეიმო დასკვნითი კონცერტი გაიმართება, რომელშიც საგუნდო გოგონათა გუნდი „ანგელიკა“, ფესტივალში მონაწილე აკადემიური და საბავშვო გუნდები მონაწილეობენ. ისინი მსმენელის წინაშე, თითო ნაწარმოებით წარსდგებიან.
როგორც ,,სითი კვირას“ კონსერვატორიაში განუცხადეს, ტრადიციისამებრ, დაახლოებით 500 მომღერალი ერთად ჰენდელის „ალილუიას“ ორატორიიდან “MESSIAH” ორღანის თანხლებით შეასრულებს. თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 2013 წელს დაფუძნდა ქ. თბილისის მერიის ხელშეწყობით და ხელოვნებათმცოდნე მაია ჩაჩავას ინიციატივით. ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.

კომენტარი