თბილისის №26 საბავშვო ბაგა-ბაღში გადამალული ხორცი აღმოაჩინეს 

თბილისის №26 საბავშვო ბაგა-ბაღში გადამალული ხორცი აღმოაჩინეს 

715
გაზიარება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის სამსახურმა, №26 ბაღში 5.300 კგ.  გადამალული, ფარშირებული საქონლის ხორცი აღმოაჩინა. მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლების კვების ბლოკში შესვლისას, მზარეულის თანაშემწე გადამალული ხორცის სამზარეულოდან ფარულად, უკანა გასასვლელიდან გატანას შეეცადა, თუმცა უშედეგოდ.
როგორც მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შემთხვევის ადგილზე შედგა მონიტორინგის აქტი, რომელშიც პროდუქტის გადამალვის ფაქტი ხელმოწერით დაადასტურა ბაღის დირექტორმა. თავის მხრივ, მზარეულის თანაშემწემ აღიარა, რომ ფარშირებული ხორცი გადამალული იყო.  მონიტორინგის  სამსახურის დასკვნა  დირექტორს უახლოეს დღეებში  ჩაბარდება.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ბაღებში რეგულარული მონიტორინგის შესახებ, დირექტორებისთვის მიცემული რეკომენდაციებისა და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში​ გადაცდომებისა და დარღვევების ფაქტები კვლავ ფიქსირდება.
” ეს საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტის გადამალვის ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა. ბოლო პერიოდში მსგავსი ფაქტი ხშირად ფიქსირდება. მნიშვნელოვანია, რომ ერთი შეხედვით მცირე რაოდენობით გადამალული საკვები, მთლიანობაში მნიშვნელოვან რაოდენობას ქმნის, ზარალი კი დიდი ოდენობით თანხას შეადგენს. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის სამსახური, ბაგა-ბაღებს რეგულარულად ამოწმებს და ნებისმიერ დარღვევა-ნაკლოვანებაზე შესაბამისად რეაგირებს,”- ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, თბილისის №26 ბაღში ეს განმეორებითი დარღვევა იყო, პირველ შემთხვევაში, დირექტორს საყვედური გამოუცხადეს.

კომენტარი