“იდეალური ქალაქი ჩემთვის ის თბილისია, რომელიც უკვე გვაქვს, მაგრამ ვეღარ ვინარჩუნებთ”

“იდეალური ქალაქი ჩემთვის ის თბილისია, რომელიც უკვე გვაქვს, მაგრამ ვეღარ ვინარჩუნებთ”

1126
გაზიარება

იდეალური თბილისი ჩემთვის სამი მთავარი პრობლემის მოგვარებას გულისხმობს:
1. ძველი ქალაქის სრულ რეაბილიტაციას, ამორტიზებული და დანგრევის პირას მისული სახლების შველას და ძველი უბნების განახლებას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და ქალაქის იერსახის შენარჩუნებას;
2. ავტომობილებისგან განტვირთულ ქუჩებს და ტროტუარებს, ეკოლოგიური კატასტროფისგან გადარჩენილ ქალაქს, სუფთა ჰაერს და სამოძრაო სივრცეს;
3. ქალაქის მწვანე საფარს, ბევრ ხეს და ყვავილს, ბევრ პარკს და ბაღს. ადგილს, სადაც ქალაქი სუნთქავს, სადაც ადამიანებს დასვენების, გასეირნების, ცაში ახედვის და მიწაზე ფეხის დაბიჯების საშუალება ექნებათ;
იდეალური ქალაქი ჩემთვის ის თბილისია, რომელიც უკვე გვაქვს, მაგრამ ვეღარ ვინარჩუნებთ, რომელსაც ყოველდღე ვანგრევთ და მახინჯ კორპუს-ცათამბჯენების ალყაში ვაქცევთ. მინდა, თბილისი თბილისად დარჩეს და წლების შემდეგ თავი რომელიღაც შუშა-ბეტონის უსახურ გეტოში არ ამოვყოთ.
დავიცვათ თბილისი!

თეონა დოლენჯაშვილი

კომენტარი