საქართველოს მეცნიერების სფეროში მიმდინარე რეფორმას, ამერიკელი მეცნიერები გაეცნენ 

საქართველოს მეცნიერების სფეროში მიმდინარე რეფორმას, ამერიკელი მეცნიერები გაეცნენ 

750
გაზიარება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე რეფორმის მხარდაჭერის, სიახლეების გაცნობისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, მის მოადგილე გიორგი შარვაშიძესთან ერთად, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მრჩეველს, პროფესორ ვონ ტურეკიანსა და დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდა.
როგორც „სითი კვირას“ განათლების სამინისტროში განუცხადეს, მაღალი რანგის სტუმრებმა ინფორმაცია მიიღეს იმ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებებსა თუ პროექტებზე, რაც ბოლო წლებში ქვეყანაში განხორციელდა მეცნიერების განვითარების, სწავლების პროცესში კვლევითი კომპონენტის გაძლიერების, მეცნიერების პოპულარიზაციისა და ახალგაზრდა მეცნიერების ხელშეწყობის მიზნით. შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო საქართველოს განათლების სექტორისთვის გამოყოფილ 140 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროექტებზე.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მრჩევლის თანამდებობაზე პროფესორი ტურეკიანი, 2015 წლის სექტემბერში დაინიშნა. მას აქვს გამოცდილება, როგორც პრაქტიკულ მეცნიერებაში (ატმოსფერული ქიმია), ასევე სამეცნიერო პოლიტიკის შემუშავებაში. თავისი გამოცდილებით იგი ხელს უწყობს აშშ-ს საგარეო პოლიტიკაში მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინჟინერიის, როგორც ამერიკული დიპლომატიის მნიშვნელოვანი კომპონენტის გაძლიერებას.

კომენტარი