“შანგრილა” უნიჭოდ აშენებული ნაგებობაა – ვახტანგ დავითაია

“შანგრილა” უნიჭოდ აშენებული ნაგებობაა – ვახტანგ დავითაია

3876
გაზიარება

არქიტექტორი ვახტანგ დავითაია მიიჩნევს, რომ თბილისში აშენებული, რამდენიმე ახალი ნაგებობა არ ჯდება ქალაქის ურბანულ ლანდშაფტში. მათ შორის, პირველი გიმნაზიის უკან მდებარე საცხოვრებელი სახლი, რიყის ამფითეატრი, კაზინო „შანგრილა“, რომელიც მისი აზრით, არქიტექტურული თვალსაზრისით უინტერესო, ბანალური და უნიჭოდ აშენებული ნაგებობაა.
ვახტანგ დავითაიას აზრით, თბილისის იერსახეს არც პირველი გიმნაზიის უკან მდებDSC_7044არე ახალი, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი უხდება და მიაჩნია, რომ ეს შენობა ქალაქის ამ ადგილისთვის შეუფერებლად მასშტაბური და არაკომპლექსურია.
როგორც “სითი კვირას” ვახტანგ დავითაიამ განუცხადა, მრავალსართულიანი სახლები ქალაქის განაპირას, ისტორიული ნაწილის გარეთ უნდა შენდებოდეს.
„უკეთესი იქნება, თუ თბილისის გარშემო გავაშენებთ ქალაქის სატელიტებს თავისი ინფრასტრუქტურით, მოსახლეობის დასაქმების ადგილებით, საცხოვრებელი და სავაჭრო ობიექტებით. ეს მიღებული წესია ევროპაში. განაშენიანების ამ პრინციპმა არაერთი ისტორიული ქალაქი გადაარჩინა,”- აცხადებს ვახტანგ დავითაია და დასძენს, რომ მრავალსართულიანი სახლი მრავალბინიანი შენობაა, რომლის დატვირთვასაც ვერ უძლებს თბილისის ინფრასტრუქტურა.  6e9c458c-a679-4dfd-b044-de277fb6ede1

ვახტანგ დავითაიას აზრით, ქალაქის საერთო კონსტრუქციიდან ასევე ამოვარდნილია რიყის ამფითეატრი ე.წ. ტრუბები, კაფე “შანგრილა” და მშვიდობის ხიდი, რომლებიც არღვევენ დედაქალაქის იერსახეს მის ისტორიულ ნაწილში. თუმცა არქიტექტორს მიაჩნია, რომ ამფითეატრის ნაგებობა არქიტექტურული თვალსაზრისით საინტერესოა, მაგრამ ეს სულ სხვა ადგილას უნდა იდგას.
„არც მშვიდობის ხიდი შეიძლება ჩაითვალოს უინტერესო ნაგებობად, მაგრამ რიყეზე მისი ადგილი არ არის,”- განაცხადა დავითაიამ. ​

xidi

“მშვიდობის ხიდი”

day6

კაზინო “შანგრილა”

კომენტარი