“უცხოობაში” – პრემიერია მარჯანიშვილის თეატრში  

“უცხოობაში” – პრემიერია მარჯანიშვილის თეატრში  

1123
გაზიარება

თბილისი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ დრამატულ თეატრში შალომ ალეხემისა და გურამ ბათიაშვილის ნაწარმოებების მიხედვით დადგმული სპექტაკლის – ”უცხოობაში” პრემიერა გაიმართა, რომელიც ერთი ებრაული ოჯახის ისტორიაზე მოგვითხრობს.
როგორც ,,სითი კვირას“ თეატრში განუცხადეს, რეჟისორი აქცენტს აკეთებს ცხოვრებისეულ სირთულეებზე, კონკრეტულად კი მცირერიცხოვან ერთა რთულ ყოფაზე. სპექტაკლის რეჟისორი და სცენოგრაფი ლევან წულაძეა, კომპოზიტორი ვახტანგ კახიძე, კოსტიუმების მხატვარი ნინო სურგულაძე, ქორეოგრაფი კი გია მარღანია.
სპექტაკლში მონაწილეობამ მსახიობები: ბესო ბარათაშვილი, გურანდა გაბუნია, ანა გრიგოლია, ბარბარე დვალიშვილი, ანა ვასაძე, ნატო კახიძე, მანანა კოზაკოვა, ნიკა კუჭავა, ეკა ნიჟარაძე, პაატა პაპუაშვილი, კონსტანტინე როინიშვილი, თეონა ქოქრაშვილი, ნინო წულაძე, გიორგი ხურცილავა, გივი ჩუგუაშვილი.
ებრაულ “იავნანას” ნეკა სებისკვერაძე ასრულებს.

კომენტარი