ხეთაგუროვის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა საღამომდე შეიზღუდება

ხეთაგუროვის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა საღამომდე შეიზღუდება

882
გაზიარება

მიმდინარე საგზაო სამუშაოების გამო, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩაზე, კერძოდ, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობა დღეს 13 აპრილს, 15:00-დან 19:00 საათამდე შეიზღუდება.
როგორც “სითი კვირას” თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ამ ტერიტორიაზე მიმდინარეობს ასფალტის დაზიანებული საფარის დემონტაჟი.
მათივე ინფორმაციით, საღამოს შვიდი საათისთვის ქუჩაზე მოძრაობა სრულად აღდგება.

კომენტარი