“თიბისი” გალერეაში „ხატვის მაგისტრების“ ნამუშევრები გამოიფინა

“თიბისი” გალერეაში „ხატვის მაგისტრების“ ნამუშევრები გამოიფინა

601
გაზიარება

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხატვის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა, „ხატვის მაგისტრები“, ,,თიბისი“ გალერეაში გაიხსნა. ექსპოზიციაზე განსხვავებულ თემატიკაზე შექმნილი 40-ზე მეტი ნამუშევარია წარმოდგენილი.
როგორც ,,სითი კვირას“ ,,თიბისი“ გალერეაში განუცხადეს, 7 ახალგაზრდა ხელოვანის ხელწერა და მსოფლმხედველობა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია, აბსტრაქტულ და რეალისტურ ნამუშევრებს მხოლოდ საგამოფენო სივრცე აერთიანებს. ნამუშევრებში სხვადასხვა მასალაა გამოყენებული, მათ შორის ზეთის საღებავები და გრაფიტი.
სამხატვრო აკადემიის სტუდენტების გამოფენა ,,თიბისი“ ბანკსა და სამხატვრო აკადემიას შორის, რამდენიმე თვის წინ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში იმართება. გამოფენა 16 აპრილამდე გაგრძელდება.

13020638_1136098536424128_1917905024_n

კომენტარი