,,სიზმრად ვხედავ მთაგორიან თბილისს” – მანდელშტამისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება   

,,სიზმრად ვხედავ მთაგორიან თბილისს” – მანდელშტამისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება   

973
გაზიარება

თბილისის გრიბოედოვის სახელობის თეატრში, პოეტ ოსიპ მანდელშტამის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ – დოკუმენტური სპექტაკლი -,,სიზმრად ვხედავ მთაგორიან თბილისს“ 22 აპრილს გაიმართება. სპექტაკლი, ავლაბარში არსებული პ. ადამიანის სახელობის სომხური თეატრის რეჟისორმა ლევონ უზუნიანმა დადგა.
​როგორც “სითი კვირას” გრიბოედოვის თეატრში განუცხადეს, სპექტაკლში ითამაშებენ გრიბოედოვისა და ადამიანის თეატრების წამყვანი მსახიობები: ირინა მეღვინეთუხუცესი, არჩილ ბარათაშვილი, ოლეგ მჭედლიშვილი, მერაბ ქუსიკაშვილი, აშოტ სიმონიანი და სერგო საფარიანი. კომპოზიტორმა თენგიზ ჯაიანმა ოსიპ მანდელშტამის ცნობილ ლექსზე ,,სიზმრად ვხედავ მთაგორიან თბილისს“ საგანგებოდ ამ საღამოსთვის შექმნა სიმღერა.12988012_1136140109753304_660792085_n​მათივე ინფორმაციით, ოსიპ მანდელშტამის შემოქმედების საღამოსთვის გამოიცა წიგნი სერიიდან ”რუსები საქართველოში” , რომელიც მაყურებელს უფასოდ გადაეცემა. წიგნის ავტორია, თბილისის ისტორიის მკვლევარი, მწერალი და ჟურნალისტი ვლადიმერ გოლოვინი.
რუსი პოეტი ოსიპ მანდელშტამი 1891 წლის 15 იანვარს ვარშავაში დაიბადა, სრულყოფილად ფლობდა ფრანგულ, გერმანულ და ინგლისურ ენებს, დიდ დროს უთმობდა მთარგმნელობით საქმიანობას. მან რუსულ ენაზე თარგმნა ტიციან ტაბიძის, ვალერიან გაფრინდაშვილის, გიორგი ლეონიძის, ნიკოლო მიწიშვილისა და ვაჟა-ფშაველას ლექსები.
1933 წელს მან საბჭოთა კავშირის ლიდერის სტალინის წინააღმდეგ ეპიგრამა დაწერა, რის გამოც დააპატიმრეს და ჩრდილოეთ ურალში გადაასახლეს. 1938 წელს პოეტი კვლავ დააპატიმრეს და მას კონტრრევოლუციური მოღვაწეობისათვის ხუთი წლით გადასახლება გამოუტანეს განაჩენად. ოსიპ მანდელშტამი 1938 წლის 27 დეკემბერს გადასახლებაში გარდაიცვალა. მისი სახელის წარმოთქმა საბჭოთა კავშირში თითქმის 20 წლის განმავლობაში იკრძალებოდა.

კომენტარი