თბილისის მერიის ბიგ-ბენდი უნივერსიტეტებში კონცერტებს მართავს

თბილისის მერიის ბიგ-ბენდი უნივერსიტეტებში კონცერტებს მართავს

745
გაზიარება

თბილისის მერიის ბიგ-ბენდი კონცერტების სერიას უნივერსიტეტებში იწყებს. კონცერტები აპრილსა და მაისში სხვადასხვა უნივერსიტეტში გაიმართება. ბიგ-ბენდს სამედიცინო, თავისუფალი, გურამ თავართქილაძის, ანდრია პირველწოდებულისა და სხვა უნივერსიტეტები უმასპინძლებენ.
პირველი კონცერტი ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის დარბაზში გუშინ გამართეს. ბენდის სოლისტებმა ქართული და უცხოური ჰიტები შეასრულეს.
ბიგ-ბენდი კონცერტებს სტუდენტებისთვის, მრავალი წელია ტრადიციულად მართავს.

კომენტარი