მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოძრაობა, რამდენიმე დღით შეიზღუდება  

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოძრაობა, რამდენიმე დღით შეიზღუდება  

681
გაზიარება

თბილისში მიმდინარე გზების კაპიტალურ შეკეთებასთან დაკავშირებით, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ვახუშტის სახელობის ხიდის გვირაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დღეიდან, 21 აპრილის ჩათვლით, 23:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.
როგორც “სითი კვირას” მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, 15 აპრილიდან 16 აპრილის ჩათვლით, დილის 09:00 საათიდან,შეზღუდვა იმოქმედებს ასევე კ. ხეთაგუროვის ქუჩაზე, კერძოდ წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მიმდებარედ.
საავტომობილო მოძრაობა ასევე გადაიკეტება ივ. ჯავახიშვილის ქუჩაზე. აღნიშნულ მისამართზე სრულდება ასფალტის საფარის დაგება.
თბილისის მერია დედაქალაქის მოსახლეობას შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.

კომენტარი