რა პრობლემებს ქმნის ორმოულებთან ნიშნულების არარსებობა (?)  

რა პრობლემებს ქმნის ორმოულებთან ნიშნულების არარსებობა (?)  

924
გაზიარება

თბილისის გზებზე ორმოულების შეკეთებისა და სხვა სახის, მცირე მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას, გზებზე ხშირად, შესაბამისი ნიშნულების არარსებობა, მძღოლებს სერიოზულ პრობლემებს უქმნით. საგზაო უსაფრთხოების წესების თანახმად, მსგავსი ნიშნულები ადგილიდან 15 მეტრის მოშორებით უნდა დაიდგას, ღამის საათებში კი საგზაო ნიშანზე ამრეკლი განთავსდეს.
როგორც „სითი კვირას“ რიგითმა მოქალაქე, ირაკლი ქარჩავამ განუცხადა, ორმოულები თბილისის გზებზე ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა და მცირე გამონაკლისის გარდა, გზის საფარი ქალაქში სავალალო მდგომარეობაშია. არც საგზაო ნიშნულებია ყველგან განთავსებულ1.26ი, რომელიც მძღოლს ამცნობს გზის გაუმართაობის შესახებ, რათა მოძრაობისას მძღოლმა მანევრირება მოასწროს.
მისივე თქმით, ​ორმოულში ჩავარდნის შედეგად ავტომობილის დაზიანების შემთხვევაში, მძღოლმა უნდა გამოიძახოს საპატრულო პოლიცია; დაზიანების ხარისხის დასადგენად ექსპერტიზა საკუთარი ხარჯით ჩაატაროს; ქალაქის მერიაში შეიტანოს საჩივარი, რადგან გაარკვიონ, რომელი შპს აწარმოებდა გზის კონკრეტულ მონაკვეთზე სამუშაოებს; ამის შემდეგ, კი მერია დაზარალებულ მძღოლს ამ კომპანიასთან გადაამისამართებს.
„ეს ყველაფერი იმდენ დროსა და ხარჯებს საჭიროებს, რომ იძულებული ხდები ავტომობილი პირდაპირ პროფილაქტიკაში წაიყვანო შესაკეთებლად. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ დამკვეთი არ ამოწმებს შესრულებული სამუშაოების ხარისხს, ” – აცხადებს ირაკლი ქარჩავა.
მისივე თქმით, თბილისში მძღოლების 90% დღეს, მოძველებური ავტომობილით დადის და სავალდებულო არ აქვს ვტომანქანის დაზღვევა. მეორეს მხრივ, სადაზღვეო მომსახურების სრული პაკეტი ძვირია და ხშირ შემთხვევაში, მოსახლეობამ არც ის იცის, რა შედის ამ  პაკეტში.
imagesრაც შეეხება იმას, თუ ორმოულში ჩავარდნის შემთხვევაში ავტომობილმა, რა სახის დაზიანება შეიძლება მიიღოს, მძღოლების განმარტებით, ასეთ დროს მაღალია, არა მხოლოდ ავტომობილის დაზიანების, არამედ ავტოსაგზაო შემთხვევის ალბათობაც. ორმოულში ჩავარდნისას შესაძლოა მწყობრიდან გამოვიდეს ავტომობილის სავალი ნაწილი, რაც იწვევს საავარიო ვითარების პროვოცირებას.
თავის მხრივ, თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში ადასტურებენ, რომ საგზაო სამუშაოების დროს, მცირე მოცულობის იქნება, თუ მასშტაბური, საჭიროა საცნობი ნიშნების განთავსება.
​მათივე ინფორმაციით, მერიის კონტრაქტორ კომპანიებს, ხელშეკრულებაში მკაცრად აქვთ განსაზღვრული უსაფრთხოების ნორმების დაცვა, როგორც მშენებლობისას ისე გზების შეკეთებისას.  gzisreabilitaciatbilisi-cr-739x428„თუ ვნახავთ, რომ, რომელიმე კომპანია არღვევს კანონს და არ აქვს დაცული უსაფრთხოების წესები,   პირველ ჯერზე გაფრთხილება ეძლევა, განმეორების შემთხვევაში კი, ჯარიმდება. შესაბამისად კომპანიებს, არ უღირთ ამ ნორმების დარღვევა,“ – აცხადებენ მერიაში, თუმცა დასძენენ, რომ ქალაქში მიწისქვეშა კომუნიკაციების მოსაწესრიგებელ სამუშაოებს ისეთი კომპანიებიც აწარმოებენ, რომლებთანაც მერია არ არის დაკავშირებული და შესაბამისად, მათ ვერ გააკონტროლებენ.

12936699_212153845820796_6821502768031515813_n

13001099_10207418142549453_7540762320232102096_n

კომენტარი