ტარიელ სუარი, უსინათლო ბავშვების დასახმარებლად კონცერტს გამართავს

ტარიელ სუარი, უსინათლო ბავშვების დასახმარებლად კონცერტს გამართავს

808
გაზიარება
Гитара

უსინათლო ბავშვთა მხარდასაჭერად, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში დღეს, ცნობილი ქართველი კლასიკოსი გიტარისტი ტარიელ სუარი, კლასიკური ესპანური გიტარის კონცერტს გამართავს. გაყიდული ბილეთებიდან შესული თანხა, უსინათლო და მცირედმხედველი მოსწავლეების სკოლებს გადაეცემა.
12992226_1136673356366646_1412540964_nროგორც ,,სითი კვირას“ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრში განუცხადეს, საღამოზე სხვადასხვა ეპოქაში მოღვაწე ესპანელი კომპოზიტორების ნაწარმოებები შესრულდება: ალონსო მუდარა (1508-1580) ფანტაზია ლუდოვიკოს სტილში; გასპარ სანზი 1640-1710 – პავანა, კანარიოსი; დიონისიო აგუადო 1782-1849 ადაჯიო და რონდო ლა მინორი; ხოაკინ მალატსი 1872-1912 – ესპანური სერენადა; ფრანცისკო ტარეგა 1852-1909 არაბული კაპრიჩიო; ისააკ ალბენისი 1860-1909 ლეგენდა, ტანგო, სევილია; მანუელ დე ფალია 1876 – 1946 გლეხის ცეკვა ოპერიდან სამკუთხედი; ხოაკინ როდრიგო 1901-1999 სამი ესპანური პიესა ფანდანგო, პასაკალია, ცაპატეადო; რუის პიპო 1934-1997 სიმღერა და ცეკვა.
​მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში საქველმოქმედო კონცერტები გაიმართება: 30 აპრილს თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში, 17 მაისს ქუთაისის ოპერის თეატრში, 30 მაისს კი ბათუმის ხელოვნების და მუსიკის ცენტრში.

კომენტარი